ბათუმის "დინამო" შესაძლოა, ხოჭოლავას "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდეს

AutoSharing Option
უეფამ კონფერენს ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა გამართა და იმ წყვილის ვინაობა გაირკვა, რომლის გამარჯვებულს ბათუმის "დინამო" ან თურქული "სივასპორი" დაუპირისპირდება. ბათუმელთა სავარაუდო მეტოქე "ლოკომოტივსა" (ბულგარეთი)  და "კოპენჰაგენს" (დანია) შორის საუკეთესო იქნება. შეგახსენებთ, დანიელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის. "დინამოს" წარმატების შემთხვევაში, პირველი მატჩი ბათუმში, 19 აგვისტოს გაიმართება.

ქართული კლუბის წყვილი განუთესავი იყო და საკმაოდ სერიოზული პოტენციური მეტოქეები ჰყავდა - იტალიური "რომა", ევროპა ლიგის წყვილში "იაბლონეცი" (ჩეხეთი) - "სელტიკი"(შოტლანდია) დამარცხებული და კონფერენს ლიგის ორი დაპირისპირებიდან - "შლიონსკი"(პოლონეთი) - "ჰაპოელი"(ბეერ შევა, ისრაელი),
"სოჩი" (რუსეთი) - "პარტიზანი" (სერბეთი) ერთ-ერთში საუკეთესო.

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელები 5 აგვისტოს "სივასპორს" უმასპინძლებენ, ერთი კვირის შემდეგ კი თურქეთში ესტუმრებიან.

altასე ზეიმობდა ბათუმში გულშემატკივარი "დინამოს" "ბატესთან" გამარჯვებას [VIDEO]

alt"ბატეს" მწვრთნელი: მრცხვენია, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია

altსანიოლი ბათუმის "დინამოს" ბრწყინვალე გამარჯვებით გახარებულია






მკითხველის კომენტარები / 8 /
კიდე რამდენი თამაში დარჩა ჯგუფურ ეტაპამდე?
შმაგი17
23:29 02-08-2021
0
თბილისის დინამო რომ იყოს, გაუწევდა წინააღმდეგობას კოპენჰაგენსაც კი, მაგრამ სამწუხაროდ, ბათუმის იმედი არ მაქვს
ქართველი არბიტრი
17:01 02-08-2021
63

სიახლეები პოპულარული