"ცხადაძე აზერბაიჯანში ლამის მოურინიოს დონეზე აიყვანეს" - ამბობს "ნეფთჩის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნეფტჩისა" და აზერბაიჯანის ნაკრების ექსთავდამსხმელმა სამირ ალეკპეროვმა azerisport-თან ინტერვიუში კითხვაზე უპასუხა, მოეწონა თუ არა თავისი ყოფილი გუნდი თბილისის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში.

"მე ყველაზე მეტად ის მომეწონა, თუ როგორ მიუჩინა თავისი ადგილი სამირ აბასოვმა კახა ცხადაძეს, რომელსაც ძალიან აქებენ ჩვენს პრესაში, ლამის მოურინიოს დონეზე აიყვანეს. ასევე ზედმეტად აქეს "ოლიმპიაკოსი". კინაღამ მეც შემეშინდა. შედეგად, მიუხედავად წაგებისა, ბაქოელებმა საბერძნეთის ჩემპიონზე უარესად არ ითამაშეს. ამ "ოლიმპიაკოსის" გავლა შეიძლებოდა. სამწუხაროა, რომ ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა ასე სწრაფად დასრულდა. ასეთი შანსი, შესაძლოა, მეტად აღარ
მოგვეცეს", - განაცხადა ალეკპეროვმა.

შეგახსენებთ, "ნეფთჩიმ" თბილისის "დინამოს" სძლია (2:1, 2:1), ხოლო "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა (0:1, 0:1).

მკითხველის კომენტარები / 3 /
ალეკპერ!გეტყობათ რა გუნდიცა გყავთ,კახას დინამოში ჭ კლასის ფეხბურთელები დაახვედრეს და ასე უცებ მთელ გუნდს ვერ შეცვლიდა და რომ იცოდეთ ამ ჭ კლასის გუნდს ძლივს მოუგეთ,ხოლო უფრო ცოტა ძლიერთან გაბანძდით და ლოგიკურად ორივე თამაში წააგეთ,ასე რომ არავის არავისთვის ადგილი არ მიუჩენია,შენ გინდა ასე რომ იყოს,ჰო და გინდოდეს,გულს მაინც მოიფხან,გულის ფხანა კი,როგორც ჩვენმა ძველმა წინაპარმა თქვა ქეცმა იცის.
ალეკპერს
20:55 03-08-2021
2
რეალობას აცდენილი,დაბოღმილი კაცის კომენტარი.
....
11:45 04-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული