"სივასპორის" მწვრთნელი: "საქართველო გვიყვარს - გამარჯვებული პირველ მატჩში ვერ გამოვლინდება"

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსთან" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის წინ "სივასპორის" მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ ისაუბრა:

"პირველი ეტაპის გადალახვა ადვილი არ იყო. ბათუმის "დინამო" მართლაც ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მათი თამაში ვნახეთ. ძალიან მძიმე დაპირისპირებები გველის. არ მგონია, რომ გამარჯვებული პირველ შეხვედრაში გამოვლინდება. საპასუხო მატჩის წინ უპირატესობის მოსაპოვებლად აქ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ბათუმში 7-8 ფეხბურთელის გარეშე ჩამოვედით. არც ერთი მეტოქის შიში არ გვაქვს. გასულ სეზონში ევროტურნირზე ძალიან კარგ გუნდებთან ვითამაშეთ და დადებით შედეგს მივაღწიეთ. ჩვენს გუნდს ამ
სირთულეების გადალახვა რთულ მოწინააღმდეგესთანაც შეუძლია.

საქართველო მეზობელი ქვეყანაა, რომელიც ძალიან გვიყვარს. გვინდა მეგობრებთან ლამაზი მატჩი ჩავატაროთ. ჩვენს ქვეყანაში ხანძარია, რაც გვაღელვებს. იმედია, ხანძარს მალე ჩააქრობენ. ფეხბურთს დავუბრუნდები: გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ამისათვის მზად ვართ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვალ ლამაზად გასიამოვნებთ მეზობლებო 3:1
აჩი**
22:29 04-08-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული