"სივასპორის" მწვრთნელი: ბათუმის "დინამოს" ახლა კარგად ვიცნობთ

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსთან" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ "სივასპორის" მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ჩვენი მეტოქე საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია. სახიფათო გუნდია, რომელიც გასვლაზე ძალიან კარგად თამაშობს. შესაბამისად, ზომებს მივიღებთ.

თუ სათანადოდ ვერ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენი სათამაშო დისციპლინა დაირღვევა, შეიძლება პრობლემები შეგვექმნას. ჩემი აზრით, ძალიან რთული მატჩი გველის. ყველა ასეთ მატჩს ისე ვუყურებთ, როგორც ეროვნულს. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის ვითამაშებთ, რომელთაგან შორს ვიმყოფებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ შეხვედრისთვის მზად ვართ. ჩვენი ერთადერთი მიზანი კარგი
შედეგის მიღწევაა. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ბედს შემთხვევას არ მივანდობთ. "დინამოსა" და მის ფეხბურთელებს ახლა ძალიან კარგად ვიცნობთ.

გვაქვს უპირატესობა, მაგრამ ამის იმედად არ ვიქნებით. ჩვენი ერთადერთი მიზანია გულშემატკივრებს გამარჯვება ვაჩუქოთ. მოცემულ მომენტში მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. ყველა ფეხბურთელის შემცვლელი გვყავს. თუ წარუმატებლობას არ განვიცდით, ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა ევროთასებსა და ჩემპიონატზე კარგად ვიასპარეზოთ. ამ რაუნდის გადალახვის შემთხვევაში, ინტენსიურ მატჩთა გრაფიკი გველოდება. ეს რთული პერიოდი იქნება. მე ჩემი გუნდის მჯერა. მხოლოდ მოულოდნელი ტრავმების შიში მაქვს. ვთვლი, რომ თუ ეს არ მოხდება, ყველა ტურნირზე კარგად ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
კი ცუდი არაა და აუცილებელიც არის ბავშვთა ფეხბურთში ფულის ჩადება მაგრამ დღეს თურქული ფეხბურთი დგას არა ბავშვთა ფეხბურთზე არამედ ლეგიონერებზე.. ლეგიონერებზე დგომა ნებისმიერს შეუძლია მთავარია ფული გქონდეს.. ნიჭს ფულით ვერ იყიდი და ვერც მოიპოვებ.
რომა
13:33 13-08-2021
0
ჩვენც ვიცნობთ ,,ბარსელონას,, ,,რეალს,, ,,ბავარიასა,, და ,,ბაიერნს,, ,,ინტერს,, და ,,პსჟ,,-ს მერე რა? მოვუგებთ:))))
gurulo
16:02 12-08-2021
0

სიახლეები პოპულარული