ასე ახლოს მიზანთან - ბათუმის "დინამოს" დასანანი ფრე თურქეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის ძირითად დროში ბათუმის „დინამომ“ 1:0 სძლია გასვლაზე „სივასპორს“, მაგრამ დამატებით დროში გოლი გაუშვა და წაგების ტოლ ფრეს დასჯერდა, თუმცა გამარჯვებას იმსახურებდა.

სტუმრად მოგების შემდეგ თურქული გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა „დინამომ“ არაფერი დაუთმო, ბრძოლა გაუმართა, პირველ ტაიმში ერთი პერიოდი ბურთზე კონტროლიც დაამყარა, ხოლო მეორე ტაიმში საუცხოოდ გაისარჯა: 57-ე წუთზე კარში პირველად დაარტყეს ბურთი. მასპინძლებს ეს ანგარიში აწყობდათ, თამაშის გამწვავებას და გარისკვას ერიდებოდნენ. 64-ე წუთზე ბათუმელებმა დაწინაურების შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან, როდესაც ფანცულაია ოთხ მცველს
გასცდა და მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ფლამარიონიმ ვერ ივარგა. ქართული გუნდი უპირატესობას დაეუფლა და მალე ტეიდის პასით ფანცულაიამ ანგარიში გახსნა. შემდეგ ფლამარიონიმ ვერ უწია მიზანს და ძირითადი დრო 0:1 დასრულდა.

დამატებითი დროის დასაწყისში აქტიური ჩაბრაძის შეტევა გოლით არ დაგვირგვინდა. პირველი დამატებული ტაიმის დასასრულს კი ალავიძემ შეცვლაზე შესულ ფელიქსს არ დაანება გატანა. სამწუხაროდ, მან მაინც გაიტანა, 1:1 და „დინამო“ გათამაშებას გამოეთიშა.

ბათუმის „დინამომ“ დაამტკიცა, რომ უფრო მდიდარ კლუბებთანაც შეიძლება ბრძოლა და ეს ყველა ქართული გუნდისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

სივასი. „4 სექტემბერი“. 13 000 მაყურებელი
სივასპორი - დინამო (ბთ) 1:1 (ძირ. დრო 0:1)
გოლები: 0:1 ფანცულაია (78), 1:1 ფელიქსი (110)

სივასპორი: ვურალი, ოსმანფაშა, ჩიფტჩი, ალთინაი, ოგუზი (კოფიე 69), არსლანი (ერდალი 103), ილმაზი (გრადელი 59), ფაჯრი (ფელიქსი 81), ოკეჩუკვუ, კაიოდე, ჯეიმსი (იატაბარე 59)

დინამო (ბთ): ალავიძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ტეიდი, ჯიღაური (ნავალოვსკი 73), მანჯგალაძე (ფანცულაია 46), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 102), ფლამარიონი (ნიქაბაძე 85)

მკითხველის კომენტარები / 36 /
ბიჭებმა ბრძოლას არაფერი დააკლეს და ენა არ მომიბრუნდება,საყვედური ვუთხრა.მაინც ფიზიკა არ გვეყო და ფლამარიონის საუკეთესო ფორმაში ყოფნა.გაშვებული გოლის მომენტში,ერთბაშად 4 თუ 5 თურქი ფეხბურთელი აღმოჩნდა მეკარის წინ და არც ერთი ქართველი.არა უშავს,მთავარია ცხვირი არ ჩამოუშვან და შემადგენლობა არ დაშალონ.თუ საქართველოს ჩემპიონატში ორი სამი გუნდი მაინც ათამაშდა დინამოსთან ახლომახლო დონეზე,სამომავლოდ,ამისთანა გუნდს,ბათუმი აუცილებლად ჩამოაშორებს.
სოსო
13 აგვისტო 2021 15:24
4
ფლამარიონმა ვერაფერი ქნა ვაბშე.. დასაკომპლექტებელია გუნდი ამაში ორო აზრი არაა. პირველ რიგში ორივე ცენტრალური მცველია ამოსაგდები კობახიძე თან კაპიტანი..კაი რა. ასევე ფლანგის ნახევარმცველები ორივე ახალია მოსაყვანი ბათუმში გოლის გამტანი მარტო დგომით გავს რონალდოს არაფერი ფეხბურთელი არაა.. ასევე მოსაყვანია ცენტრალური თავდამსხმელი გოლის გამტანი.. კოხრეიძე კირკიტაძე სადღაც 9მთის იქით რო გააქციეთ მაგათზე უკეთეს ლეგიონერს ნახავენ ესენი სადმე? ნორმალური ხელფასი მიეცათ და დაეტოვათ საქართველოში. ფლამარიონს ნაკრებში ვფიქრობდი მაგრამ.. ის ჩამშლელი გამურული კაი კაცი რო ავიყვანოთ ნაკრებში არაა ცუდი აზრი..მაინც ნაკლებობა გვაქვს კაი ჩამშლელის
რომა
13 აგვისტო 2021 13:29
4
ძირითადი ხომ მოიგო ბათუმმა და კაი კუშიც მოიგო. დანარჩენი იცოდნენ ორივე გუნდმა როგორც დამთავრდებოდა)))))
ჩამოვა ეხლა და თელავთან ფრეს ითამაშებს ან წააგებს
ზურა
13 აგვისტო 2021 13:15
16
გეგუჩაძე დიდი სტრატეგოსია :))))) თავისი მონახაზები აქვს, მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს :)))))
დიდი სტრატეგოსი
13 აგვისტო 2021 12:51
1
Მართალია ბიჭებმა ყველაფერი დადეს და მათი ბრძოლისუნარიანობის გამო იმსახურებდნენ გამარჯვებას, მაგრამ მხოლოდ ბრძოლა ხომ არაა ფეხბურთი, ბათუმის ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები არ იყო მთლად საამაყო მდომარეობაში რაც ჩვენივე ეროვნული ლიგის "ძალიან მაღალი დონის" ბრალია. Პლუს ამას ემატება იცის, რომ მათ დაკარგეს კონცენტრაცია და ჩვენს კარშ გოლის მომენტში ფაქტობრივად ყველა ბათუმელი ფეხბურთელი დგას. Არაუშავს ყველაფერი გამოსწორდება და წარმატებები გველოდება მე ამის მჯერა!
Ნიკა
13 აგვისტო 2021 12:18
3
თბილისის დინამო ამ ჰასან შაშებს მიწასთან გაასწორებდა!
თბილისინიო
13 აგვისტო 2021 11:30
12
აბა რას უზამდნენ, ოღონდ გუნდს თუ არ დაშლიდნენ ერთი სამი წლი და კარგ ფეხბურთელებს არ გაყიდიდდნენ.
ქომაგი
13 აგვისტო 2021 13:29
0
ეხლა მთავარია (თბილისის დინამოს სენი არ შეეყეროს) გუნდი არ დაიშალოს და განვითარება და გაძლიერება გააგრძელონ. თუ ასე იქნება მომავალ წელს გაცილებით მეტი შანსები და წარმატებები ექნებათ.
გულშემატკივრებმა კიდევ უფრო მეტად მხარი უნდა დაუჭიროთ, სტადიონზე სიარულით და ა.შ.
123>>>
13 აგვისტო 2021 11:24
0
და რა არის ჩვენი მიზანი? ევროპის ჭ ლიგის პლეი ოფში მოხვედრააა? თუ ასეა,მაშინ მართლა სწორი მიმართულებით მივდივართ და ასე 7-10 წელიწადში შეიძლება კომფ-ლიგის ჯგუფში მოვხდეთ.
ooo
13 აგვისტო 2021 11:20
6
ალთუნაშვილი, აზაროვი და ჩაბრაძე დინამო ბათუმის ნათელი წერტილი! კობახიძე გაუშვით ძლივს დადის, შორტი არ ჩაძვრეს თამაშის დროს))) კაი შუა მცველები უნდა ბათუმს. ჯოვინოში თუ ვინმე გიხდით ფულს გაატანეთ
c
13 აგვისტო 2021 11:10
2
ბათუმმა და გეგუჩაძემ რაც შეეძლეს გააკეთეს, ისეთი ფეხბურთის დონით რაც საქართველოშია,მეტი რა უნდა მოვითხოვოთ,თურქები 30-ი საფეხურით წინ დგანან,მათ ჩემპიონატის დონეს გადახედეთ,თვალს ვერ მოწყვეტთ ნებისმიერი გუნდი,როგორ სწრაფ თამაშს თამაშობს,ურიგო არ იქნებოდა ბევრი ამხანაგური თამაშები გამართულიყო თურქებთან,მარტო ბათუმი კი არა მთელ ქართულ ფეხბურთს უნდა ვუშველოთ,უნდა აიწიოს ჩემპიონატის დონე,მკვდარია ყველაფერი,უნდა გამოირიცხოს ნეპოტიზმი და სუფთა ხელით დავიწყოთ შენება,ჩვენი ხალხის გახარება ქართული ფეხბურთის ჩემპიონატის ხარისხზე გადის
სვანსკი
13 აგვისტო 2021 11:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული