ბათუმის "დინამო" ორი მატჩის ჯამში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სივასპორთან" დამარცხდა, თუმცა ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. ნამატჩევს კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარი "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გამოაქვეყნა:
"მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრებს თავდადებისთვის და ღირსეული თამაშისთვის; ასევე ყველას, ვინც გვქომაგობდა და ჩვენს ემოციებს იზიარებდა.
დინამო ბათუმი განვითარების სწორ გზაზე დგას და მჯერა, რომ მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ!"