ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "ნიკე" "ტვენტესთან" 0:9 დამარცხდა

AutoSharing Option
ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის მატჩში თბილისის "ნიკე" ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში 0:9 დამარცხდა ადგილობრივ "ტვენტესთან".

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. 4 გოლი ნიდერლანდების ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა ფენა კალმამ გაიტანა. შესვენების შემდეგ "ტვენტემ" კიდევ 4 უპასუხო გოლი გაიტანა და გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა.

"ტვენტე" შემდეგ ეტაპზე სერბეთის სუბოტიცის "სპარტაკს" შეხვდება, რომელმაც ირლანდიის "პიმაუნტ იუნაიტედს" 5:2 სძლია. 21 აგვისტოს "ნიკე" ჯგუფში მესამე ადგილისთვის მატჩში "პიმაუნტ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

ენსხედე. "სპორტპარკ დიკმანი"
ტვენტე - ნიკე 9:0

ნიკე: ნადირაშვილი, გურიელიძე, აკობიძე, ბეგიაშვილი (გელაშვილი 46), მატვეევა,
გაჯიევა, ბებია, ჭიჭინაძე, კირვალიძე, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა არააქვს მწვრთნელს, თორემ მე-2 ტაიმში რაღატო გაუშვა გუნდი მოედანზე
daviti
10:43 19-08-2021
5
თავს ზემოთ ძალა არაა. ფაქტიურად როგორც ჩანს ბურთს სულ ჰოლანდიელები ფლობდნენ. არა უშავს. თუ ძლიერებს არ ე თამაშე ისე ვერ ისწავლი. საჭიროა მეტი მასიურობა. მეტი გოგონების ჩართულობა.
ჯუჯი
10:13 19-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული