კობიაშვილმა არველაძის მიმართ ნათქვამი განმარტა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ სანაკრებო შეხვედრების შეჯამებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის კობიაშვილის ფრაზას ციტირებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათში" ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, უკმაყოფილება, კონკრეტულად, რის საფუძველზე გამოთქვა.

ლევან კობიაშვილი: "აქ იმაზე არაა საუბარი, რომ შოთის ან აჩის არა აქვთ უფლება, თქვან. რასაკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ. ჩემი რეაქცია რასთან დაკავშირებითაც იყო, ის ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშს შეეხო.

შინაარსობრივად აცდენა არ გვაქვს,
მეც ასეთივე კრიტიკული ვიყავი. თუმცა, ბულგარეთში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს ანტალიის შეკრება ხომ არააო?!

სამი მცველით ითამაშებ თუ არა, საერთოდ არაფერ შუაშია, პრობლემა სხვა რამეშია.

რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!"

altშოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 51 /
მაგრად უვარჯიშიათ,ისეე,ლევან ან ფეხბურთში იკავი ან დეპუტატი
lego
14 სექტემბერი 2021 16:20
3
ეგ ის არის ხო? ორი ნიანგი რომ მიფრინავს, ერთი მწვანე და მეორე აღმოსავლეთით ??
ბუ ჰე ჰე ჰე
15 სექტემბერი 2021 12:30
0
ახლა ამ განმარტებასაც სჭირდება ერთი კარგი საფუძვლიანად გასაგები განმარტება....
ვოოტ
14 სექტემბერი 2021 22:14
1
გააგდეთ კობიაშვილი.
სტატუს ქუო
14 სექტემბერი 2021 15:14
8
ახლავე, ბოს!
ბოსი ყოველთვის მართალია
15 სექტემბერი 2021 14:36
0
აჩის არ უთქვამს ეს ბულგარეთთან მატჩზე მხოლოდ,სამივე თამაშზე თქვა,მართლა წინა სასეზონო შეკრებაზე აძლევენ გუნდები თავს უფლებას ასე განსხვავებული შემადგენლობებით ითამაშოს,და არ შეიძლება შესარჩევ თამაშებზე აკეთო ასეთი ექსპერიმენტები.რაცარუნდა მწირი არჩევანი გქონდეს სამწვრთნელო შტაბს უნდა ქონდეს უნარი აარჩიოს შემადგენლობისთვის ძირითადი ბირთვი,თუ გიწევს 5-6 კაცის შეცვლა,ტრამვებიდან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს მწვრთნელის არა კომპეტენტურობაზე მეტყველებს,აღარაფერს ვამბობ ფეხბურთელების,მაგალითად ბათუმიდან ერთბაშად 7 გეხბურთელის გამოძახების საეჭვო გადაწყვეტილებაზე
ანდრია
14 სექტემბერი 2021 12:45
4
ამას განმარტება ჰქვია?ჰმ მე ვერაფერი გავიგე!
ბათუმელი
14 სექტემბერი 2021 17:21
2
აჩის არ უთქვამს ეს ბულგარეთთან მატჩზე მხოლოდ,სამივე თამაშზე თქვა,მართლა წინა სასეზონო შეკრებაზე აძლევენ გუნდები თავს უფლებას ასე განსხვავებული შემადგენლობებით ითამაშოს,და არ შეიძლება შესარჩევ თამაშებზე აკეთო ასეთი ექსპერიმენტები.რაცარუნდა მწირი არჩევანი გქონდეს სამწვრთნელო შტაბს უნდა ქონდეს უნარი აარჩიოს შემადგენლობისთვის ძირითადი ბირთვი,თუ გიწევს 5-6 კაცის შეცვლა,ტრამვებიდან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს მწვრთნელის არა კომპეტენტურობაზე მეტყველებს,აღარაფერს ვამბობ ფეხბურთელების,მაგალითად ბათუმიდან ერთბაშად 7 გეხბურთელის გამოძახების საეჭვო გადაწყვეტილებაზე
ანდრია
14 სექტემბერი 2021 13:52
2
ნაცებო შეეშვით ამათი გადადგომით თქვენ მაინც არავინ აგირჩევთ.
ამათაც არავინ გადააყენებს-ლიბერასტული პრემია აქვთ აღებული და ხიზანიშვილიც "იმ დროს" კაშიას დაუდგა.ასე რომ მოეშვით ქოცებს და დაეტიეთ ნაცში
Levani
14 სექტემბერი 2021 20:40
24
ვაი შენს ქვეყანას, შენნაირად მოაზროვნეები რომ არიან უმრავლესობაში!
გასაქცევად გამზადებული
15 სექტემბერი 2021 14:32
1
კობიაშვილის ჩაგდებული თამაშიო?სასაცილოა.ასი თამაში აქვს ნაკრებში და ერთს თუ გაოხსენებ რომელიც მაგრად ითამაშა?მე მისი სანაკრებო კარიერიდან ერთადერთი ხორვატიასთან გოლი მახსოვს
Master
14 სექტემბერი 2021 18:01
8
შოთისგან დაიწყო ნაკრებში ფეხების მოფრთხილება, კლუბის და კარიერის ინტერესების მაღლა დაყენება, მართალია ბომბარდირია ნაკრების მაგრამ გაიხსენეთ რომელ გადამწყვეტ თამაშში გაიტანა ან ნაგრად ითამაშა? ნაკრებს ქეცბაია და ცხადაძე ქაჩავდა, გაიხსენეთ კობიაშვილის ან ქეცბას ჩაგდებული თამაში. ყოველთვის ბოლომდე იბრძოდნენ
გია
14 სექტემბერი 2021 17:28
22
გადამწყვეტი თამაში ჩვენს ნაკრებს მარტო ერთხელ ქონდა ისტორიაში მაკედონიასთან და იქ უკვე დიდი ხნის დანებებული ქონდა შოთის
gia
15 სექტემბერი 2021 01:07
2
გულსატკენია და საკვირკველი, როცა ასეთი ვარსკვლავი გვყავს და ვერ ვხვდებით, აბა ნორმალურია ის, რომ მას თურქი უფრო აფასებს და უყვარს, ვიდრე სამშობლოში, მართლაც რომ "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო" (ილია)
kaxi
15 სექტემბერი 2021 09:55
8
ეგ ილიას სიტყვები არ არის, თუმცა ილიას მკვლელობის დროსაა ნათქვამი. ვინ თქვა ინტრიგად დავტოვებ, ჯობია თავად მოიძიო, საინტერესო კაცთან მიგიყვანს ძიება:)
ნუ გვაფურთხებ თუ კაცი ხარ
15 სექტემბერი 2021 11:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული