კობიაშვილმა არველაძის მიმართ ნათქვამი განმარტა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ სანაკრებო შეხვედრების შეჯამებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის კობიაშვილის ფრაზას ციტირებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათში" ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, უკმაყოფილება, კონკრეტულად, რის საფუძველზე გამოთქვა.

ლევან კობიაშვილი: "აქ იმაზე არაა საუბარი, რომ შოთის ან აჩის არა აქვთ უფლება, თქვან. რასაკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ. ჩემი რეაქცია რასთან დაკავშირებითაც იყო, ის ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშს შეეხო.

შინაარსობრივად აცდენა არ გვაქვს,
მეც ასეთივე კრიტიკული ვიყავი. თუმცა, ბულგარეთში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს ანტალიის შეკრება ხომ არააო?!

სამი მცველით ითამაშებ თუ არა, საერთოდ არაფერ შუაშია, პრობლემა სხვა რამეშია.

რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!"

altშოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 51 /
არ მახსოვს გვარი გერმანელმა ფეღბურთელი წერდა ვარჯიშიდან რო ვბრუნდებოდი მამაჩემი სახლში მავარჯიშებდა არ მასვენებდაო..ჩვენთან უი ლუკაჩიტო დედა გეხუტუნა დაისვენე დაისვენე
ბექა
14 სექტემბერი 2021 23:42
1
ა კაცი, სასვენი ნიშნები არა ...
რა საჭიროა?! :) :) :)
ბრავოო
15 სექტემბერი 2021 12:41
2
გამარჯობათ..როდესაც არველაძე იყო პრეზიდენტი ყველა არველაძებს აგინებდით ნუ სამართლიანადაც..დგეს ათმაგად უკეთესი პირობებია ეს კობის დამსახურებაა.უვარგისი ფეღბურთელები გვყავს..როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად უვარგისები..სიმართლე ესა.სერბეთს ან ბულგარეთს იგივე ხორვატიას ალბანეთს რუმინეთს ჩვენზე ბევრად უარესი პირობები აქვთ..სერბეთის გარდა ყველგან ნამყოფი ვარ და ვიცი...
დათო
14 სექტემბერი 2021 18:00
15
რა არის კობიაშვილის დამსახურება?! ღამით წინ ვართ, გინდ სანაკრებო ან კლუბური ფეხბურთი ავიღოთ და 22 არაუვარგისი ფეხბურთელი ვერ უნდა ნახო ქართველებში. არა მართლა, რა გააკეთდა რამაც ფეხბურთის დონე აამაღლა? სტადიონებით, მოედნებით სახელმწიფომ უნდა იამაყოს. ფედერაციის მთავარი დანიშნულება წარმატებების რამდენი წელია ეს გუნდი მართავს და რამე შედეგი დაიდო?!
თუ ეს დრო საკმარისი არაა მაშინ, იმ ცირკის დირექტორს რაღას ვერჩიდით ისინიც იგივეს ლაპარაკობდნენ. მოლდოვა, სომხეთი, ყაზაღეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი ევროტურნირებზეააა
ზურა
15 სექტემბერი 2021 08:22
0
ამ არველაძეების გამო როცა თამაშობდნენ ბევრი რამე გაფუჭებულა.ეგრეთ წოდებული სტოსის წაყვანის გამო ბევრი ფეხბურთელი იბლოკებოდა ნაკრებში.ბევრი რამე აქთ ამ არველაძეებს ნაკრებში გაფუჭებული როცა თამაშობდნენ.გაიხსენეთ შუშაკმა პირველივე თამაშზე მიუჩინა ადგილი.ვინმე იტყვის შუშაკი გიჟი იყო და ამიტომ მოიქცა მასე?
აღარ ვლაპარაკობ ფედერაციაში როგორ და რას საქმიანობდნენ.ყველამ ყველაფერი კარგად იცის-კობიმაც,ქეცბამაც და ა.შ.
ბაბუაწვერა
14 სექტემბერი 2021 16:48
13
კარგი, არჩევნები ვთქვათ რომ მოუგე არველაძეებს, როგორ ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ თქვენ თუ საქმის კეთება გინდოდათ, დიმა ბოკერია რამ გაგაშვებინათ? უმწიკლო რეპუტაციისა და უდიდესი პროფი თავისი საქმის. თან ვისით ჩაანაცვლეთ, საქმის ცოდნა ბოკერიას შთამომავლობით აქვს და ცოტამ თუ იცის იმ სტრუქტურის პერიპეტიები, სადაც დღეს საეჭვო კომპეტენციის "ბატონები" ოპერირებენ.
ლევან
14 სექტემბერი 2021 14:12
1
ბოდიში შეიძლება ზედმეტი მომივიდაო რომ თქვათ მოკვდებით ხო?
Gia
14 სექტემბერი 2021 13:15
1
Яთამაშზე შეეტყო რა ნავარჯიშებიც ქონდათ?
Tege
14 სექტემბერი 2021 13:11
1
იყო დრო არველაძეებს ლანძღავდით და კობის აქებდით, იმიტომ რომ არველაძეები იყვნენ სათავეში და პასუხისმგებლობა ჰქონდათ,ეხლა კობი გახდა ცუდი ადამიანი,ისევ მოვა დრო რომ არველაძეები იქნებიან წინა პლანზე და დღეს ვინც ეფერებით,ის ხალხი დაუწყებთ პირველ რიგში ლანძღვას,ძალიან კარგად იცის ეს შოთიმ და ამიტომაც არ მოდის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად. მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამეშია,კომპლექსურია და ჩვენ სანამ ფედერაციის პრეზიდენტს და მთავარ მწვრთნელს გავლანძღავთ და ჯოხს მათზე გადავტეხავთ მანამდე არაფერი გვეშველება.
საქართველო
15 სექტემბერი 2021 06:42
3
გადავხედე კომენტარებს და ვაი ჩვენს პატრონს..კოსოვოში და ბულგარეთში ხო რასამბობთ ყვავის იქაურობა..კობიაშვილის ადგილას ნებისმიერი თქვენთაგანი რო დაგსვან აზრი?ამათ სირბილი არუნდოდეთ კობიაშვილი რა?კობიაშვილის რაც ევალება იმას კი აკეთებს.
Gogi
14 სექტემბერი 2021 23:27
13
ამ ნაკრებს ნავარჯიშების რამე ეტყობოდა? რეებს ბოდიალობს. არეულები არიან მთლიანად. ერთი გზა და მიზანი დასახონ მიყვნენ, სხვანაერად არ გამოდის. თან კვლავ არ ესმის არავის და სწორადაც თქვა ზოგმა ჯერ ქვეყანას შეხედეთ და მაქედან გამომდინარე ფეხბურთიც იმ დონეზეა. ვიასაც საქართველოში პარტიის ჩამოყალიბება მოუნდება ყველა აყალიბებს და მერე ჭამენ ბიუჯეტიდან ფულს და ქვეყანა ბუქსაობს მაგათ ძიძგილაობასი. ქართველებო როდის გავერთიანდებით საქართველოს გადასარჩენად? ვერ ხედავთ რუსეთი, თურქეთი და ამერიკა ნაწილ ნაწილ ჩუმ ჩუმად გაუპატიურებენ და იქვე ეს გიენა აზერბაიჯანი და ჯაესტანი არიან ჩასაფრებული რომ კიდევ მიითვისონ მიწები. Gამოფხიზლდით და მოთხზოვეთ პასუხი ქვეყნის მმართველობას ან გადადგნენ. ასევე ფეხბურთის ფედერაციას. ან გაერთიანდით ერთი მიზნნისთვის ან გადადექით!!! სანილოს სუ დააბრალებთ კიდევ თქვენს უვარგისობას. არ იცოდა სად ჩამოდიოდა!
niko
14 სექტემბერი 2021 18:14
4
იმის მაგივრად რომ გაითვალისწინონ არველაძეების უდიდესი კონპეტენცია ფეხბურთში, სრული იგნორი და შეურაწყოფა მიუღებელია, კაი, სანაიას და გვარამია აზრს არ ეთანხმები, მარა რეზის და ტყუპების გამოცდილება, კომპეტენცია და ფეხბურთისადმი სიყვარული გაიზიარე რაღა!
gela
14 სექტემბერი 2021 13:17
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული