კობიაშვილმა არველაძის მიმართ ნათქვამი განმარტა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ სანაკრებო შეხვედრების შეჯამებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის კობიაშვილის ფრაზას ციტირებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათში" ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, უკმაყოფილება, კონკრეტულად, რის საფუძველზე გამოთქვა.

ლევან კობიაშვილი: "აქ იმაზე არაა საუბარი, რომ შოთის ან აჩის არა აქვთ უფლება, თქვან. რასაკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ. ჩემი რეაქცია რასთან დაკავშირებითაც იყო, ის ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშს შეეხო.

შინაარსობრივად აცდენა არ გვაქვს,
მეც ასეთივე კრიტიკული ვიყავი. თუმცა, ბულგარეთში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს ანტალიის შეკრება ხომ არააო?!

სამი მცველით ითამაშებ თუ არა, საერთოდ არაფერ შუაშია, პრობლემა სხვა რამეშია.

რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!"

altშოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 51 /
ნაცებო შეეშვით ამათი გადადგომით თქვენ მაინც არავინ აგირჩევთ.
ამათაც არავინ გადააყენებს-ლიბერასტული პრემია აქვთ აღებული და ხიზანიშვილიც "იმ დროს" კაშიას დაუდგა.ასე რომ მოეშვით ქოცებს და დაეტიეთ ნაცში
Levani
14 სექტემბერი 2021 20:40
24
ვაი შენს ქვეყანას, შენნაირად მოაზროვნეები რომ არიან უმრავლესობაში!
გასაქცევად გამზადებული
15 სექტემბერი 2021 14:32
1
ამ ნაკრებს ნავარჯიშების რამე ეტყობოდა? რეებს ბოდიალობს. არეულები არიან მთლიანად. ერთი გზა და მიზანი დასახონ მიყვნენ, სხვანაერად არ გამოდის. თან კვლავ არ ესმის არავის და სწორადაც თქვა ზოგმა ჯერ ქვეყანას შეხედეთ და მაქედან გამომდინარე ფეხბურთიც იმ დონეზეა. ვიასაც საქართველოში პარტიის ჩამოყალიბება მოუნდება ყველა აყალიბებს და მერე ჭამენ ბიუჯეტიდან ფულს და ქვეყანა ბუქსაობს მაგათ ძიძგილაობასი. ქართველებო როდის გავერთიანდებით საქართველოს გადასარჩენად? ვერ ხედავთ რუსეთი, თურქეთი და ამერიკა ნაწილ ნაწილ ჩუმ ჩუმად გაუპატიურებენ და იქვე ეს გიენა აზერბაიჯანი და ჯაესტანი არიან ჩასაფრებული რომ კიდევ მიითვისონ მიწები. Gამოფხიზლდით და მოთხზოვეთ პასუხი ქვეყნის მმართველობას ან გადადგნენ. ასევე ფეხბურთის ფედერაციას. ან გაერთიანდით ერთი მიზნნისთვის ან გადადექით!!! სანილოს სუ დააბრალებთ კიდევ თქვენს უვარგისობას. არ იცოდა სად ჩამოდიოდა!
niko
14 სექტემბერი 2021 18:14
4
კობიაშვილის ჩაგდებული თამაშიო?სასაცილოა.ასი თამაში აქვს ნაკრებში და ერთს თუ გაოხსენებ რომელიც მაგრად ითამაშა?მე მისი სანაკრებო კარიერიდან ერთადერთი ხორვატიასთან გოლი მახსოვს
Master
14 სექტემბერი 2021 18:01
8
გამარჯობათ..როდესაც არველაძე იყო პრეზიდენტი ყველა არველაძებს აგინებდით ნუ სამართლიანადაც..დგეს ათმაგად უკეთესი პირობებია ეს კობის დამსახურებაა.უვარგისი ფეღბურთელები გვყავს..როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად უვარგისები..სიმართლე ესა.სერბეთს ან ბულგარეთს იგივე ხორვატიას ალბანეთს რუმინეთს ჩვენზე ბევრად უარესი პირობები აქვთ..სერბეთის გარდა ყველგან ნამყოფი ვარ და ვიცი...
დათო
14 სექტემბერი 2021 18:00
15
რა არის კობიაშვილის დამსახურება?! ღამით წინ ვართ, გინდ სანაკრებო ან კლუბური ფეხბურთი ავიღოთ და 22 არაუვარგისი ფეხბურთელი ვერ უნდა ნახო ქართველებში. არა მართლა, რა გააკეთდა რამაც ფეხბურთის დონე აამაღლა? სტადიონებით, მოედნებით სახელმწიფომ უნდა იამაყოს. ფედერაციის მთავარი დანიშნულება წარმატებების რამდენი წელია ეს გუნდი მართავს და რამე შედეგი დაიდო?!
თუ ეს დრო საკმარისი არაა მაშინ, იმ ცირკის დირექტორს რაღას ვერჩიდით ისინიც იგივეს ლაპარაკობდნენ. მოლდოვა, სომხეთი, ყაზაღეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი ევროტურნირებზეააა
ზურა
15 სექტემბერი 2021 08:22
0
შოთისგან დაიწყო ნაკრებში ფეხების მოფრთხილება, კლუბის და კარიერის ინტერესების მაღლა დაყენება, მართალია ბომბარდირია ნაკრების მაგრამ გაიხსენეთ რომელ გადამწყვეტ თამაშში გაიტანა ან ნაგრად ითამაშა? ნაკრებს ქეცბაია და ცხადაძე ქაჩავდა, გაიხსენეთ კობიაშვილის ან ქეცბას ჩაგდებული თამაში. ყოველთვის ბოლომდე იბრძოდნენ
გია
14 სექტემბერი 2021 17:28
22
გადამწყვეტი თამაში ჩვენს ნაკრებს მარტო ერთხელ ქონდა ისტორიაში მაკედონიასთან და იქ უკვე დიდი ხნის დანებებული ქონდა შოთის
gia
15 სექტემბერი 2021 01:07
2
ამას განმარტება ჰქვია?ჰმ მე ვერაფერი გავიგე!
ბათუმელი
14 სექტემბერი 2021 17:21
2
ამ არველაძეების გამო როცა თამაშობდნენ ბევრი რამე გაფუჭებულა.ეგრეთ წოდებული სტოსის წაყვანის გამო ბევრი ფეხბურთელი იბლოკებოდა ნაკრებში.ბევრი რამე აქთ ამ არველაძეებს ნაკრებში გაფუჭებული როცა თამაშობდნენ.გაიხსენეთ შუშაკმა პირველივე თამაშზე მიუჩინა ადგილი.ვინმე იტყვის შუშაკი გიჟი იყო და ამიტომ მოიქცა მასე?
აღარ ვლაპარაკობ ფედერაციაში როგორ და რას საქმიანობდნენ.ყველამ ყველაფერი კარგად იცის-კობიმაც,ქეცბამაც და ა.შ.
ბაბუაწვერა
14 სექტემბერი 2021 16:48
13
მაგრად უვარჯიშიათ,ისეე,ლევან ან ფეხბურთში იკავი ან დეპუტატი
lego
14 სექტემბერი 2021 16:20
3
ეგ ის არის ხო? ორი ნიანგი რომ მიფრინავს, ერთი მწვანე და მეორე აღმოსავლეთით ??
ბუ ჰე ჰე ჰე
15 სექტემბერი 2021 12:30
0
ან პოლიტიკაში უნდა იყო ან საქმეს მიხედო ლევან!
გოჩა
14 სექტემბერი 2021 15:54
3
საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, სადაც პოლიტიკაში და ფეხბურთში აბსოლუტურად ყველა "პროფი" და "ექსპერტია", და სრულიად "ლოგიკურია".
რეზო
14 სექტემბერი 2021 16:15
1
მაგრა მტკივა გული ამ უმსგავსოებას, რომ ვუყურებ. იქნებ იმაზე მაინც იფიქროთ რა მაგალითს აძლევთ ახალ თაობას?
გიო
14 სექტემბერი 2021 15:29
0
ნააზრებში სრულად გეთანხმები, მაგრამ სასვენ ნიშნებში ვერა.
გიო-ს
15 სექტემბერი 2021 12:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული