კობიაშვილმა არველაძის მიმართ ნათქვამი განმარტა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ სანაკრებო შეხვედრების შეჯამებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის კობიაშვილის ფრაზას ციტირებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათში" ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, უკმაყოფილება, კონკრეტულად, რის საფუძველზე გამოთქვა.

ლევან კობიაშვილი: "აქ იმაზე არაა საუბარი, რომ შოთის ან აჩის არა აქვთ უფლება, თქვან. რასაკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ. ჩემი რეაქცია რასთან დაკავშირებითაც იყო, ის ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშს შეეხო.

შინაარსობრივად აცდენა არ გვაქვს,
მეც ასეთივე კრიტიკული ვიყავი. თუმცა, ბულგარეთში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს ანტალიის შეკრება ხომ არააო?!

სამი მცველით ითამაშებ თუ არა, საერთოდ არაფერ შუაშია, პრობლემა სხვა რამეშია.

რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!"

altშოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 51 /
არცერთი დროის მთავრობას არ გამოუჩენია ინტერესი ქართული ფეხბურთის მიერ და ოცნება აქც ლიდერია. საერთოდ არ აინტერესებს ეროვნული და ქართული.კობიაშვილის გაკეთებული სასარგებლო საქმე გინახავთ რამე? პარტიული ნიშნითაა ფედერაციაში და არა ქართული ფეხბურთის სიყვარულით. სასაცილოები თუ ვიყავით სამარცხვინოები გავხდით და ამაში ლომის წილი კალაძე კობიაშვილისაა. ხვალ რომ კობიაშვილი კალათბურთის ფედერაციის ან რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს საერთოდ არ გამიკვირდება. მთავარია კალას დაკრულზე იცეკვოს,კალამ ბიძოს დაკრულზე.
საქართველო,ქართული,ეროვნული რომ იცოდე და გიყვარდეს ერთი მთავარი პირობაა. ღირსება უნდა გაგაჩნდეს,ღირსება კიდე სამშობლოს სიყვარულიდან იწყება.
მე ქართველი ვარ.
05:05 22-09-2021
0
უფრო საშინელი რამაა ვიდრე ტაქტიკის ვერ ათვისება და ვერ შესრულება დავალების.ეს კიდე სხვაა მაგას ვინ ჩივის.ტიპები ისე უემოციოდ უსისხლოდ აგებენ სხვა ქვეყნის და სხვა ინტერესების ხალხი გეგონება.ქართველი ხარ საქართველოს დროშა გაქვს გულზე აგებ ბულგარელ ციგნებთან და არც კი ომობ.ემოციაც არ გეტყობა.თუ კაცს ვერ ჩეხავ ომიც არ შეგიძლია მოედანზე და საერთოდ აზრზე არ ხარ რას აკეთებ თამაშის ბოლოს იტირე მაინც რომ ხალხმა ის მაინც დაინახოს რომ შერცხვა.რადგან საშინელებაა და სამარცხვინო ესეთი ვითომ ფეხბურთის თამაში.სხვა სპორტიდან უფრო არიან ესენი სადაც ის იგებს ვინც არ დარბის და მეტ გოლს გაუშვებს.მომავლის სპორტია ეგ და ჩვენ არ ვიცით.
ირაკლი
11:10 21-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული