კალაძისთვის არველაძის გადაწყვეტილება გაუგებარია - "წარმატება ქვეყანას უნდა მოვახმაროთ!"

AutoSharing Option
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ არველაძის უარი მისთვის გაუგებარი იყო.

"რაც შეეხება კობიაშვილისა და არველაძის შეპასუხებებს ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან თუ რაიმე გვაქვს ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს
წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„ძალიან სამწუხარო იყო ის მარცხები, რაც ვნახეთ, თუმცა ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა, რომ ევროპაზე მოხვედრილიყო. ძალიან წარმატებული საფეხბურთო თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა. ძალიან სამწუხაროა ეს. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან მომწონს, რასაც ფედერაცია აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა დღეს ქართულ ფეხბურთში და ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებისთვის ბევრი კარგი და ძლიერი ფეხბურთელი სჭირდება.

„გვჭირდება ძლიერი, ბევრი წარმატებული ფეხბურთელი, რომლებიც იმ თამაშის ჩვენებას შეძლებენ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

წყარო: პირველი არხი

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს მე მგონია სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სხვა ქვეყანაზე ლაპარაკობს.
giorgi
26 ოქტომბერი 2021 16:48
2
თუ გვინდა ფეხბურთი გადარჩეს კალაძე ფედერაციაში. ქალაქი იაგოს ჩავაბაროთ გაზონებში ყაყაჩოს დათესა ვს აბა თქვენ იცით დაბლოკეთ.
დიმა
22 სექტემბერი 2021 08:37
5
კალაძე შენ ისე გაინტეფესებს ქართული ფეხბურთი როგორც პუტინს,პესკოვს და ალიევს. შენი პრეტენზიები ეხება ერთს მხოლოდ,რატომ არ და ვერ შეუერთდა არველაძე ოცნების ხროვას. თორემ ეროვნულ ნაკრებს არველაძე კიარა ზიდანი ვერ უშველის.
მე ქართველი ვარ.
22 სექტემბერი 2021 04:34
7
ყრილობის დელეგატები რომ დაუპატიმრეს არველაძეს ის ხო გაიგო.
eeeeex
21 სექტემბერი 2021 21:29
0
კალა, არველაძე შენნაირი ხამი გოიმი არ არის..
რაც ფედერაციაში ხდება იცის და თავს არ გაიბინძურებს თქვენსავეთ.
კობიაშვილი და კალა..სამარცხვინოები
მარი გურგენიძე
21 სექტემბერი 2021 21:16
6
არველაძეებიც რო მაგარი შებერტყილები არიან ხო იცით საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებიარის მწვრთნელთა სასაფლაო ასე რომ .
dato
21 სექტემბერი 2021 13:06
2
თვითონ რა უნდოდა ენერგეტიკაში, წასულიყო ფედერაციაში ან მწვრთნელი ყოფილიყო. შოთამ იცის რაც ხდება ფედერაციაში და იმიტომაც თქვა უარი.
gio
21 სექტემბერი 2021 11:15
6
მე რომ შოთას ადგილას ვიყო,მეც არ დავთანხმდებოდი.და ღვითონ რატომ არ წავიდა ფეხბურთში და და ეატო წავიდა ენერგეტიკაში.რა ფეხბურთზე დიდი გამოცდილება ქონდა მაქ სფეროში.არ მიყვარს ეს ორმაგი სტანდარტები და მომკალი.იცოდა რასთანაც ექნებოდა საქმე და იმიტომ.სხვისთვის როგორ ყველას ტვინი გადასდის
კახა ქ.
21 სექტემბერი 2021 10:25
7
სირცხვილ_ნამუსი კარგა ხანია დაკარგეთ შენც და კობიაშვილმა, რა ინფრასტრუქტურაზე საუბრობ ფული ვერ დავხარჯე და ბიუჯეტში დავაბრუნეო კობიაშვილმა და თბილისის იქეთ არ იხედებით, ხალხი დებილი გგონიათ, მე გეტყვით რა არის გასაკეთებელი თქვენ თუ ვერ ხვდებით... ფუთქვენი
რა გეშველებათ
21 სექტემბერი 2021 08:10
10
ამას რომ კითხულობ სულ ცოტა საფეხბურთო აკადემია მაინც ნდა ჰქონდეს შექმნილი რით დაეხმარა ქართულ ბეხბურთს? ამიხსენით
ანტა
20 სექტემბერი 2021 23:24
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული