ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით, მიქაუტაძეც აქტიურად მიიწევს...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით. ამისთვის გიორგი მიქაუტაძესაც ამბიციური განაცხადი აქვს გაკეთებული, ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირობისკენ აქტიურად მიიწევს.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ

ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს
მკითხველის კომენტარები / 244 /
კავაზაშვილს არაფერი მოუტანია ქართული ფეხბურთისათვის და ვინც აქ დაასახელა დიდი შეცდომა დაუშვა. თვითონ ის რუს ფეხბურთელად მიიჩნევს თავს. ვაპროტესტებ მის აქ დასახელებას. გთხოვთ ამოშალოთ აქედან.
G.LA
14:59 26-10-2021
8
საინტერესოა, რომ 70-იანი წლების დინამო წარმოუდგენელი იყო მანუჩარ მაჩაიძის გარეშე. სწირედ რომ მანუჩარს მიუძღვის ლომის წილი დინამოს იმ წარმატებებში ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაშიც, რომელიც მანამდე სანატრებელი იყო ქართველი გულშემატკივრებისათვის. დათო უმეტეს წილად ტრავმებს იშუშებდა, ვოვა თამაშობდა ნოვიკოვიდან მახოვიკოვამდე (ორივე მოსკოვის დინამოს ყასბებია -ერთს თუ გადაურჩებოდა, მეორე ნაღდად მოლეწ-მოლეწავდა). ვიტალი კარგი იყო, მაგრამ ჯერ სტაბილურობა აკლდა და თავის პიკური ფორმისაკენ ნელნელა მიდიოდა, სულაქველიძე და შენგელია მოგვიანებით შემოურთდნენ გუნდს და რამოდენიმე წელი ადაპტაციას დასჭირდა, საშა ჩივაძე მოგვიანებით დადგა იმ პოზიციაზე, სადაც მართლა გაბრწყინდა დ ა.შ. დინამოში ტექნიკურ და ნიჭიერ ფეხბურთელებს რა დალევდა, მაგრამ ერთი იყო მხოლოდ მანუჩარი, რომელიც არც ტრამვას, არც ამინდს, არც განწყობას, არც ფილიპოს ("ნაპოლის" ვარსკვლავია- მანოს ერთი ტაიმი დასდევდა, და მერე ხელი ჩაიქნია) არ დაგიდევდა, გამოჰყავდა გუნდი და იგებდა.ყველა რომ ხელებს ჩამოუშვებდა, მანო მარტო იბრძოდა და არ თმობდა...რამდენი ათეული მატჩი აქვს მანუჩარს ასე წამოღებული. მერე ბიჭებმა ტრავმები მოიშუშეს, წამოიზარდნენ, თავიანთი ადგილები იპოვეს და დინამომ სულ სხვა,უფრო სწრაფი და უფრო კოლექტიური ფეხბურთის თამაში დაიწყო.სამწუხაროა, რომ დინამოს დიდი კაპიტნის და ბრწყინვალე ფეხბურთელის სახელი იმავ წამს დავიწყებას მიეცა. მანუჩარ მაჩაიძეს განსაკუთრებული ადგილი აქვს ქართული ფეხბურთის ქომაგთა შორის.
კოსტა
13:30 27-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული