ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
დიდი პატივისცემა კალაძეს, მაგრამ ჩემი აზრით, მარცხენა მცველად გელა კეტაშვილი უკონკურენტოა. თუ ტიტულები გადამწყვეტია, არ მგონია, ოლიმპიური ჩემპიონობა რომელიმე ტიტულზე ნაკლები იყოს. მითუმეტეს, რომ კლასით ერთი თავით მაღლა იდგა, კალაძეზეც და სხვა ნებისმიერ კონკურენტზეც.
ბიძინა
18 იანვარი 2022 15:12
21
გელა კეტაშვილი მარჯვენა მცველი იყო...
ვენეციის კომისია
18 იანვარი 2022 17:12
0
მარჯვენა მცველი იყო კეტაშვილი.
ჩემი ნაკრები ასეთია: კოტრიკაძე - ძოძუაშვილი, ჩივაძე, ხურცილავა, ხინჩიგაშვილი, იამანიძე, ღოღობერიძე, ყიფიანი, მეტრველი, პაიჭაძე, მესხი.
იამანიძე, ღოღობერიძე, პაიჭაძის თამაში არ მაქვს ნანახი, მაგრამ ისინი ეპოქალური მოთამაშეები იყვნენ.
არჩი
18 იანვარი 2022 16:50
2
სტაჟიანმა გულშემატკივრებმა,მოდი ვაღიაროთ,რომ ასე,მხოლოდ 11 კაცის გამორჩევა,შეუძლებელია.ისეთი ფეხბურთელები გვრჩებიან სიის გარეთ,რომ შეუძლებელია!ჩვენ რომ ამ დღეში ვართ,საწყალმა ბრაზილიელებმა რაღა უნდა ქნან?!თან მშურს,თან მეცოდებიან.
სოსო
26 იანვარი 2024 11:35
1
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ ჩვენი გულშემატკივრების აბსოლიტური უმრავლესობა ფეხბურთის გაგებაში არ არის.ფეხბურთს ვუყურებ 1864 წლიდან.თითქმის არ გამომიტოვებია თბილისის დინამოს თამაშის არცერთი საფეხბურთო რეპორტაჟი.შეძლებისდაგვარად ვესწრებოდი უშუალოდ სტადიონზე გამართულ თამაშებსაც და აი ამ შესავლის შემდეგ მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს.ძირითადად ვეთანხმები ამ სიას.კავაზაშვილის ადგილზე დავაყენებდი კოტრიკაძეს.დარასელიას (ნიჭიერი და ძლიერი იყო ,მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ დასცალდა და ეპოქის შექმნაც ვერ მოასწრო)ადგილზე იამანიძეს,მაჩაიძეს და გიორგი სიჭინავას თანაბრად განვიხილავდი.ორი ჩემპიონი დინამოდან მე უპირატესობას 64-ის დინამოს მივანიჭებდი.მაშინდელი სწრაფი ,ტექნიკური,დინამიური თამაშების გახსენებისას ახლაც ჟრუანტელი მივლის.არ ვიცი, ეს შეიძლება ბავშვობისდროინდელი შეხედულებების ბრალია.რაც შეეხებათ შენგელიას ,გუცაევს,კეტაშვილს,ჩოხელს ----ისინი ნამდვილად ძლიერები და დიდები იყვნენ ,მაგრამ არა დიადები,რომ ისინი პაიჭაძის,მეტრეველის და ძოძუაშვილის ადგილზე დაგვეყენებია.გაბელია კი(ჩემი აზრით]ყველაზე სუსტი მეკარე იყო თბილისის დინამოს ისტორიაში.მახსოვს მის მიერ გაშვებული კურიოზული გოლები და გაფუჭებული თამაშები.კალაძე----მარცხენა ფრთაზე უკონკურენტოა,მისი საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური მოღვაწეობიდან,სადაც ის ნამდვილად ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.დამოუკიდებლობის პერიოდის ჩვენს გამოჩენილებზე ლაპარაკიც კი უხერხულია იმდენად ახლოსაც არ არიან საბჭოელებთან.
არგუტი
25 იანვარი 2024 23:24
1
1864 დან? სტაჟიც ამას ჰქვია))) ყველაფერში გეთანხმებით. კავაზაშვილის მაგივრად კოტრიკაძე.
რეზო
26 იანვარი 2024 01:48
2
ძმაა, რამდენი წლის ხარ ფეხბურთს 1864 წლიდან რომ უყურებ?
გიორგი
26 იანვარი 2024 00:14
2
გელა ნუგზარაშვილი მაინც სულ სხვააა. აი გადავა ერევნის არარატიდან ბარსელონაში და მერე ყველა აღიარებს.
გელას ფანი ნუგზარა
25 იანვარი 2024 13:41
5
ძოძუაშვილს ნამდვილად ვერ დავასახელებდი
ვახო
26 ოქტომბერი 2021 19:51
43
აი თქვენ გცოდნიათ ფეხბურთი! საუკეთესოთა შორის ასახელებენ კალაძეს, რომელსაც ოთხი გოლი აქვს გატანილი საკუთარ კარში და მთელი თავისი კარიერა მილანში სათადარიგო სკამის ხეხვაში გაატარა!
Shoda
27 ოქტომბერი 2021 00:24
33
შოთა არველაძე? ქინქლაძე? სასაცილოა:)))
Torcida
26 ოქტომბერი 2021 15:55
40
ქინქლაძეზე მაგარი ყიფიანი იყო ხოლო არველაძეზე მაგარი ბორის პაიჭაძე
შაკო
26 ოქტომბერი 2021 16:14
0
და რა შემადგენლობაცაა დაყენებული ამათ არველაძე სჯობს წინა ხაზზე?? იუთუბში მაინც უყურე ვინ იყვნენ და რა იყვნენ
Gaguuu
26 ოქტომბერი 2021 16:16
1
ყველა გამოხმაურება
წლების შემდეგ მესხს კვარაცხელია ამოაგდებს? სამწუხაროდ არ უჩანს მასეთი პირი.
ნიკა
30 იანვარი 2024 10:53
4
მესხს ვერავინ ამოაგდებს ვერასოდეს!...რაც ფეხბურთელი 10 იმდენი პიროვნება!!!
ჟორა დიღომსკი
31 იანვარი 2024 22:27
1
3-1-3-3 სისტემით დავაკომპლექტებდი საქართველოს ნაკრებს. გაბელია. კეტაშვილი. ჩივაძე. სიჭინავა.სულაქველიძე(საყრდენი). დარასელია. ყიფიანი. ქინქლაძე. გუცაევი. პაიჭაძე.მესხი.
სათადარიგონი. კოტრიკაძე. კალაძე. ძოძუაშვილი.ხურცილაცა.ხინჩაგაშვილი. მანუჩარ მაჩაიძე.კახი ასათიანი.ღოღობერიძე.სლავა მეტრეველი. რამაზ შენგელია.ხვიჩა კვარაცხელია
მამუკა
25 იანვარი 2024 17:27
7
ხო ზარმაც-ლიხა ქინქლაძე ძირითადში და სლავა სკამზე ხომ? ან სად ბორია სიჭინავა და სად მურთაზ ხურცილავა. კიდე ბევრი ყავს მამაშენს შენისთამა ჭკვიანი?დდდდდდდდ
მამუკას
25 იანვარი 2024 20:03
3
ჩემ პოსტის ქვემოთ ვინც გამომეხმაურა იმას მინდა მივმართო, მშობელს რა უფლებით ახსენებ შე უზრდელო ვინცა ხარ, საიტი უფლებას არ მომცემს რომ სხვანაირად მოგიკითხო, რაც შეეხება ხურცილავას და ქინქლაძეს, ცურცილავა იყო ცენტრალური მცველი და თავშივე დავწერე რომ 3 მცველიან ტაქტიქას ავირჩევდი თქო, ხო და ჩივაძე- ხურცილავას დუეტში, ჩივაძე ავირჩიე, ქინქლაძეს რაც შეეხება, დამისახელე ერთი ქართველი ფეხბურთელი-გამთამაშებელი ვისაც გიოზე მაგარი დრიბლინგი ჰქონდა, რომელ წლიანი ხარ არ ვიცი, მაგრამ გიოს ყველა თამაში იყო შოუ, ხალხი დინამოს თამაშებზე ქინქლაძის გამო დადიოდა, ისეთ რაღაცეებს აკეთებდა მოედანზე.
მამუკა
25 იანვარი 2024 20:40
4
იდეალურთან მიახლოებულია! ისე, ძოძუაშვილის ნაცვლად შოთა ხინჩაგაშვილი შეიძლებოდა. თუმცა მე ძოუაშვილის თამაში არ მინახავს შეიძლება ობიექტური არ ვარ. დანარჩენში ვეთანხმები...
ძუკუ
28 ოქტომბერი 2021 09:58
9
ქინქლაძეც უნდა იყოს ჩემი აზრით
ქომაგი
26 ოქტომბერი 2021 23:32
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული