კობიაშვილის აღიარება - 21-ე საუკუნის სიმბოლურში

AutoSharing Option
fussballtransfers-მა გელზენკირხენის "შალკეს" 21-ე საუკუნის საუკეთესო 11-ეული დაასახელა, სადაც ლევან კობიაშვილიც შევიდა:

"დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერი სწორედ "შალკეში" ჩამოყალიბდა. ცენტრალური მცველები - ჰიოვედესი და ბორდონი, მარჯვნივ - დაუღლელი რაფინია, მარცხნივ კი - ქართველი ლევან კობიაშვილი.

Sportall.Ge

გელზენკირხენულ კლუბს ყოველთვის მაღალი დონის ნახევარმცველები ჰყავდა. თერთმეტეულს მიღმა ისეთი მოთამაშეები დარჩნენ, როგორებიც ვილმოტსი და ლინკოლნი არიან. სამაგიეროდ, სიაშია ესპანელი რაული, ასევე გორეცკა, ასამოა და ფარფანი.

რაც შეეხება ფორვარდებს - დანიელმა ები სენდმა "შალკეში" 103 გოლი გაიტანა. აქვეა კლას-იან ჰუნტელაარიც."

შეგახსენებთ, საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა "შალკეში" 2003-09 წლებში 233 შეხვედრა გამართა, რა დროშიც 17 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი პასი შეასრულა. კობიაშვილს გუნდის მაისურით გამორჩეული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, პსვ-ის წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

altლევან კობიაშვილი: შეიძლება, ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე...

altლევან კობიაშვილის მშვენიერი გოლი მასტერ ლიგაზე [VIDEO]

alt"მაშინაც ვთქვი, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა" - ლევან კობიაშვილი გერმანულ მედიაში

მკითხველის კომენტარები / 46 /
მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე ნუ წერ ღვთისო:)
პროფესტო
26 იანვარი 2022 23:16
21
კომენტარებიდან მაინც მიხვდით ნაცები,რომ ძალიან დიდ უმცირესობაში ხართ საქართველოში და ნელ-ნელა შეეგუეთ რეალობას,რამ გაგაბოროტათ?! თუმცა კეთილი და კაცთმოყვარე არც არასოდეს ყოფილა თქვენი ბელადი. ნელ-ნელა ამ აზრთან შეგიება მოუწევთ ქოცებსაც,ისეთი პირი უჩანს
საზოგადოება
26 იანვარი 2022 21:29
21
ხალხო! საიდან ამდენი ღვარძლი და შური? რა შუაშია ეს სტატია პოლიტიკასთან? არ შეგიძლიათ ობიექტურად შეხედოთ და აღიქვათ, რაც წერია?! პოლიტიკის გამო შეიყვანეს ამ გუნდში? პოლიტიკური დამსახურებისათვის დააყენეს ამ დონის მოთამაშეების გვერდით?! მაგრამ რაღაც სხვა გალაპარაკებთ თქვენ და თქვენთვისვეა ცუდი! სიმართლე ის არის, რომ კობიაშვილი "შალკეს" 21-ე საუკუნის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს! იმ გუნდში, სადაც ნოიერი, რაული, ჰუნტელაარი არიან!
!!!
26 იანვარი 2022 19:35
5
ოჰ ეს უდიდესი, არნახული აღიარებაა! სასწრაფოდ დავუდგათ ძეგლი კობის ქალაქის ცენტრში, ეს რას ვეღირსეთ ქართველები! მადლობა კობი!
მადლიერი გულშემატკივარი
26 იანვარი 2022 17:03
75
ერთმანეთს თუ დავჭამთ , შენ რა გგონია ვინმეს ქართველზე მეტად ეტკინება შენი ცუდი? ისევ ერთმანეთს უნდა მივხედოთ, სხვა თავის ქვეყანას პატრონობს, ჩვენ ჩვენსას მივხედოთ.მოვუაროთ ამ ქვეყანას და ერთმანეთს!
დიმო
23 იანვარი 2024 16:37
1
ძლივს რაღაც დადებითი ამბავი ვნახეთ და შეგვარგეთ ბატონო??
mate
26 იანვარი 2022 19:17
1
ყველა გამოხმაურება
მართლაც რომ საამაყოა ასეთი ფეხბურთელების გვერდით დაყენება. გილოცავ ლევან!!
giga
26 იანვარი 2022 17:02
7
ლევან ვიცი ამ სტატიას წაიკითხავ და კომენტარებსაც.ქ.რუსთავის სტადიონმა რა დაგიშავა? ხომ აპირებდი რემონტს? ყველა რუსთაველის სახელით გთხოვ მიხედე რუსთავის სტადიონს და გუნდიც დააბრუნე მანდ სათამაშოთ! არ უხდება მაგ ქალაქს იმ უკაცრიელ უდაბნოზე აშენებულ ფედერაციის ბაზაზე თამაში! დიდი თხოვნაა ლევან! ფეხბურთი ენატრება ქალაქს სტადიონზე გულშემატკივრობა!
ზურა
26 იანვარი 2022 16:26
2
კობიაშვილი იყო პროფესიონალზმის განსახირება,რომლის მაგალითზეც უნდა გაგიზარდონ მომავალი თაობები,თუმცა,სამწუხაროდ ნაკრებში თავი დიდად არაფრით გამოუჩენია,ისევე,როგორც მისი თაობის არაერთ ბრწყინვალე ფეხბურთელს!
!!!
11 ნოემბერი 2021 21:55
8
არც მთლად ეგრეა, სხვა თუ არაფერი, ხორვატიასთან მისი გოლით მოვიგეთ და თუმცა მაშინ მთლიანობაშიც უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობდა ჩვენი ნაკრები, დაუნახაობა იქნებოდა კობის გოლის დავიწყება... ხორვატია იყო მაინც, გიბრალტარი და სან-მარინო ხომ არა... სხვა საქმეა, რომ ფედერაციაში ჩინოვნიკად ჩამოყალიბდა, მაგრამ ფეხბურთელიც კარგი იყო და მისი "ჟილკა"-ც ბარე ორს არ აწყენდა ძველებსა თუ ახლებში, ნაკრებშიც და კლუბშიც...
ვოოტ
26 იანვარი 2022 17:26
4
ააღორძინა ქართული ფეხბურთი და საპარლამენტო საქმიანობა! დიდებული ღრუზინია
კომენტატორი
11 ნოემბერი 2021 19:39
61
ძალიან პატარა ხარ
სამწუხაროდ
12 ნოემბერი 2021 00:39
7
შალკეს სიმბოლურში!!!
დომენტი
11 ნოემბერი 2021 18:58
2
ნაცების დომენტი სიჭინავა აფხაზებთან რო იქეიფა სოხუმში და იმათ სუფრზე აფხაზეთის სახელმწიფოს(?!) დიდების სადღეგრძელოებს წარმოთქვამდა-ამაზე ყველა რატო გაჩუმდა???
სტადიონები დაინგრა ნაცების დროს-ახლა არ ინგრევა,ახლა მარტო შენდება. 2003-2012-გადახედეთ რამდენი სტადიონი განადგურდა.
ქოცები მკიდია-მაგრამ იმათ ჩასვრილ საქმეებზე ამათ რო თხოვენ პასუხს ეს მაგიჟებს- რაც კობის მოსვლის შემდეგ სტადიონები გაიხსნა-იმათზე გაზრდილ ბიჭებს მომავალში ვნახავთ-დღეს ვინც გვყავს ნაცების დროს იყვნენ ბავშვები და იმიტო ვართ ამ დღეში.
სკა რო დაანგრიეს ისანში კობის აგინებთ მაგისთვის? ფიზკილტურულის სტადიონი რო გადავემული ქონდათ მშენებლობებზე და ამათ უკან გამოგლიჯეს ვერ დაინახეთ?
სამტრედიაში-ნაცებმა აბიბინებული ბალახზე ხელოვნური მინდორი გადააგეს.
ესენი დაბრუნდნენ და ბუნებრივი დააბრუნეს და რამდენი ასეთი და ფეხბურთელები რატო არ გვყავს მაგისთვის ვინც ამათ აგინებს როგორც მინიმუმ უსამართლო ადამიანია.
ამათი მინუსი ისაა- შეიყუჟებიან ფედერაციაში და ყველაფერს მარტო თვითონ წყვეტენ,ისე იქცევიან ვითომ მარტო ამათია ფეხბურთი..
Levani
11 ნოემბერი 2021 15:46
16
ამ პოსტის ყოველი სიტყვა,სუფთა სიმართლეა.მხოლოდ ერთგან,მაინც დაიცვა ეთიკის წესი და საგანს თავისი სახელი არ დაარქვა.მან თქვა მინიმუმ უსამართლო ადამიანიაო.ჩემი აზრით,ისინი აქამდეც ვერ ქაჩავენ.ეთიკიდან გამომდინარე,ვერც მე დავარქმევ თავის სახელს.
სოსო
11 ნოემბერი 2021 18:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული