კობიაშვილის აღიარება - 21-ე საუკუნის სიმბოლურში

AutoSharing Option
fussballtransfers-მა გელზენკირხენის "შალკეს" 21-ე საუკუნის საუკეთესო 11-ეული დაასახელა, სადაც ლევან კობიაშვილიც შევიდა:

"დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერი სწორედ "შალკეში" ჩამოყალიბდა. ცენტრალური მცველები - ჰიოვედესი და ბორდონი, მარჯვნივ - დაუღლელი რაფინია, მარცხნივ კი - ქართველი ლევან კობიაშვილი.

Sportall.Ge

გელზენკირხენულ კლუბს ყოველთვის მაღალი დონის ნახევარმცველები ჰყავდა. თერთმეტეულს მიღმა ისეთი მოთამაშეები დარჩნენ, როგორებიც ვილმოტსი და ლინკოლნი არიან. სამაგიეროდ, სიაშია ესპანელი რაული, ასევე გორეცკა, ასამოა და ფარფანი.

რაც შეეხება ფორვარდებს - დანიელმა ები სენდმა "შალკეში" 103 გოლი გაიტანა. აქვეა კლას-იან ჰუნტელაარიც."

შეგახსენებთ, საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა "შალკეში" 2003-09 წლებში 233 შეხვედრა გამართა, რა დროშიც 17 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი პასი შეასრულა. კობიაშვილს გუნდის მაისურით გამორჩეული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, პსვ-ის წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

altლევან კობიაშვილი: შეიძლება, ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე...

altლევან კობიაშვილის მშვენიერი გოლი მასტერ ლიგაზე [VIDEO]

alt"მაშინაც ვთქვი, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა" - ლევან კობიაშვილი გერმანულ მედიაში

მკითხველის კომენტარები / 46 /
ნაცების დომენტი სიჭინავა აფხაზებთან რო იქეიფა სოხუმში და იმათ სუფრზე აფხაზეთის სახელმწიფოს(?!) დიდების სადღეგრძელოებს წარმოთქვამდა-ამაზე ყველა რატო გაჩუმდა???
სტადიონები დაინგრა ნაცების დროს-ახლა არ ინგრევა,ახლა მარტო შენდება. 2003-2012-გადახედეთ რამდენი სტადიონი განადგურდა.
ქოცები მკიდია-მაგრამ იმათ ჩასვრილ საქმეებზე ამათ რო თხოვენ პასუხს ეს მაგიჟებს- რაც კობის მოსვლის შემდეგ სტადიონები გაიხსნა-იმათზე გაზრდილ ბიჭებს მომავალში ვნახავთ-დღეს ვინც გვყავს ნაცების დროს იყვნენ ბავშვები და იმიტო ვართ ამ დღეში.
სკა რო დაანგრიეს ისანში კობის აგინებთ მაგისთვის? ფიზკილტურულის სტადიონი რო გადავემული ქონდათ მშენებლობებზე და ამათ უკან გამოგლიჯეს ვერ დაინახეთ?
სამტრედიაში-ნაცებმა აბიბინებული ბალახზე ხელოვნური მინდორი გადააგეს.
ესენი დაბრუნდნენ და ბუნებრივი დააბრუნეს და რამდენი ასეთი და ფეხბურთელები რატო არ გვყავს მაგისთვის ვინც ამათ აგინებს როგორც მინიმუმ უსამართლო ადამიანია.
ამათი მინუსი ისაა- შეიყუჟებიან ფედერაციაში და ყველაფერს მარტო თვითონ წყვეტენ,ისე იქცევიან ვითომ მარტო ამათია ფეხბურთი..
Levani
11 ნოემბერი 2021 15:46
16
ამ პოსტის ყოველი სიტყვა,სუფთა სიმართლეა.მხოლოდ ერთგან,მაინც დაიცვა ეთიკის წესი და საგანს თავისი სახელი არ დაარქვა.მან თქვა მინიმუმ უსამართლო ადამიანიაო.ჩემი აზრით,ისინი აქამდეც ვერ ქაჩავენ.ეთიკიდან გამომდინარე,ვერც მე დავარქმევ თავის სახელს.
სოსო
11 ნოემბერი 2021 18:01
1
კობიაშვილი იყო პროფესიონალზმის განსახირება,რომლის მაგალითზეც უნდა გაგიზარდონ მომავალი თაობები,თუმცა,სამწუხაროდ ნაკრებში თავი დიდად არაფრით გამოუჩენია,ისევე,როგორც მისი თაობის არაერთ ბრწყინვალე ფეხბურთელს!
!!!
11 ნოემბერი 2021 21:55
8
არც მთლად ეგრეა, სხვა თუ არაფერი, ხორვატიასთან მისი გოლით მოვიგეთ და თუმცა მაშინ მთლიანობაშიც უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობდა ჩვენი ნაკრები, დაუნახაობა იქნებოდა კობის გოლის დავიწყება... ხორვატია იყო მაინც, გიბრალტარი და სან-მარინო ხომ არა... სხვა საქმეა, რომ ფედერაციაში ჩინოვნიკად ჩამოყალიბდა, მაგრამ ფეხბურთელიც კარგი იყო და მისი "ჟილკა"-ც ბარე ორს არ აწყენდა ძველებსა თუ ახლებში, ნაკრებშიც და კლუბშიც...
ვოოტ
26 იანვარი 2022 17:26
4
საღოლ კობი, ძაან მაგარ სასტავში ხარ. ქართულ ფეხბურთს ვულოცავ ამ აღიარებას. არც ისე ბევრი გვაქვს მსგავსი პრეცედენტები.
27 იანვარი 2022 01:01
8
წახვალთ წამოხვალთ და კობის კბენთ პოლიტიკაში რა უნდოდაო. რა უნდოდა და ახალგაზრდა კაცს რო ვერ ნახავდი პირობთი რო არ ქონოდა ეგ უნდოდა.. ნაცების დროს სპორტი გაიხსენეთ და დღეს.. მარტო ფეხბურთს არ ეხება ყველა სპორტში საშინელი შედეგები გვქონდა. დღეს სპორტი არ არი სადაც კარგი შედეგი არ გვქონდეს.. ცოტა თვალები გაახილეთ.. რაც შეეხება ოცნებას თავისთავად ცხადია რო უნდა შეიცვალოს მარა არა ნაცებით და მასთან დაკავშირებული სატელიტებით.. სანამ ეგგენი იქნებიან ოპოზიციაში მანამდე ოცნება ფიზიკურად ვერ წააგებს..
berg
23 იანვარი 2024 17:10
5
- შენ მართლა ფიქრობ, რომ სპორტში მიღწევები კობიშვოლის დამსახურებაა?!
- ტალაძაძეა მისი დამსახურეაბა, თუ კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი... ?
- პასუხისმგებლობა მხოლოდ ფეხბურთზე აქვს , თუ სხვა რამეებზეც ?..
და ა.შ. და ა.შ. და ბოლო:
- ფეხბურთში კარგადაა საქმე საქართველოში ❓❗
ხუმრობ, თუ ...
23 იანვარი 2024 21:33
9
ჰო, კონსერვატიული მოძრაობით/ალტინფოთი.. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე ვერა, მარა შემდეგ არჩევნებზე შეიძლება..
OsimheN1
23 იანვარი 2024 18:40
2
ხალხო! საიდან ამდენი ღვარძლი და შური? რა შუაშია ეს სტატია პოლიტიკასთან? არ შეგიძლიათ ობიექტურად შეხედოთ და აღიქვათ, რაც წერია?! პოლიტიკის გამო შეიყვანეს ამ გუნდში? პოლიტიკური დამსახურებისათვის დააყენეს ამ დონის მოთამაშეების გვერდით?! მაგრამ რაღაც სხვა გალაპარაკებთ თქვენ და თქვენთვისვეა ცუდი! სიმართლე ის არის, რომ კობიაშვილი "შალკეს" 21-ე საუკუნის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს! იმ გუნდში, სადაც ნოიერი, რაული, ჰუნტელაარი არიან!
!!!
26 იანვარი 2022 19:35
5
ააღორძინა ქართული ფეხბურთი და საპარლამენტო საქმიანობა! დიდებული ღრუზინია
კომენტატორი
11 ნოემბერი 2021 19:39
61
ძალიან პატარა ხარ
სამწუხაროდ
12 ნოემბერი 2021 00:39
7
ფეხბურთელიც მაგარი იყო და ამჟამინდელ საქმესაც კარგად უძღვება.ვისაც თვალი აქვს და სინდისთან მწყრალად არ არის,ხედავს გაკეთებულს...
პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაძირლებისთვის კი არაფერი წმინდა არ არსებობს,გინდა ზურმუხტები დაუყარე ფეხქვეშ...
კოლხიდელი
23 იანვარი 2024 17:57
33
იქნებ კონკრეტულად გაგვახსენო ფედერაციის მიღწევები და დამსახურება.
კარგად უძღვება ? აბა, რა !
23 იანვარი 2024 21:39
6
ჰოდა, ვინაა პოლიტოკირად ანგაჟირებული ?!
შენი ლოგიკა ...
23 იანვარი 2024 21:27
1
ყველა გამოხმაურება
მართლაც რომ საამაყოა ასეთი ფეხბურთელების გვერდით დაყენება. გილოცავ ლევან!!
giga
26 იანვარი 2022 17:02
7
ლევან ვიცი ამ სტატიას წაიკითხავ და კომენტარებსაც.ქ.რუსთავის სტადიონმა რა დაგიშავა? ხომ აპირებდი რემონტს? ყველა რუსთაველის სახელით გთხოვ მიხედე რუსთავის სტადიონს და გუნდიც დააბრუნე მანდ სათამაშოთ! არ უხდება მაგ ქალაქს იმ უკაცრიელ უდაბნოზე აშენებულ ფედერაციის ბაზაზე თამაში! დიდი თხოვნაა ლევან! ფეხბურთი ენატრება ქალაქს სტადიონზე გულშემატკივრობა!
ზურა
26 იანვარი 2022 16:26
2
ნაცებს არ აჩვენოთ.
odala
11 ნოემბერი 2021 15:04
12
მაგას კოგნიტური დისონასნი ეწოდება რაც დაწერე :)
ოდალ მეგობარო
11 ნოემბერი 2021 15:47
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული