გოჩოლეიშვილისა და გულიაშვილის სამსახურით რუსული კლუბები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
ინგლისელ თანატოლებთან მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:2) საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან გოლები "საბურთალოს" ფეხბურთელებმა გაიტანეს - გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

საფეხბურთო აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა "სპორტ-ექსპრესს" განუცხადა, რომ მათი სამსახურით რუსული კლუბები დაინტერესდნენ:

"რუსეთში და ევროპაში გოჩოლეიშვილისა და გულიაშვილის მიმართ დიდი ინტერესია. რუსეთის პრემიერლიგის კლუბებთან მალე გაიმართება ოფიციალური შეხვედრები. მოცემულ მომენტში ისინი საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები არიან".

მკითხველის კომენტარები / 22 /
მათხოვრობის გზაზე შემდგარი ქვეყანა, რომელსაც საკუთარი შვილების სტამბოლის ბაზარზე გაყიდვა გენეტიკურად მოსდევს და რომელთა დედები და ცოლები მთელს ევროპაში და ამერიკაშია გაქცეული სამათხოვროდ, ფეხბურთელს რომ კაპიკების გულისთვის უკრაინის შახტარს მიყიდის რა გასაკვირია. მით უმეტეს, თუ ფეხბურთელის ახლობლების თავებში მილიგრამი ტვინი არ იძებნება !
დ.დ
12 ნოემბერი 2022 15:41
0
აქ ძაან მარტივადაა საქმე არ წახვიდეთ , უბრალოდ არ წახვიდეთ და მორჩა , მთელი ცხოვრება ინანებთ … ადრე რუსები იაფად ყიდდნენ ქართველებს ეხლა აღარაა მასე … კობიაშვილი , დემეტრაძე ყაველაშვილი და ეგენი კაპიკებად გაიყიდა რუსეთიდაანაც ეხლა რუსები ხელს აღარ გვიწყობენ ხოდა არ უნდა წახვიდეთ …
bejo
22 ნოემბერი 2021 23:24
0
უნდა აიკრძალოს ახალგაზდა ფეხბურთელების რუსეთში გაყიდვა.
ლევანი
22 ნოემბერი 2021 14:08
4
ფანტასტიური იდეაა და არა მარტო ფეხბურთელებისთვის. იქნება მაგ "პრედლაჟენია"აგენტებმაც რამე სხვა ენაც ისწავლონ რუსულის გარდა . . .
id
23 ნოემბერი 2021 13:06
1
მაქსიმალურად შეეცადეთ რუსეთში არ წახვიდეთ. პროგრესი ნაკლები იქნება. კვარას მწვრთნელში გაუმართლა როცა ენდო-ყველა არ არის სლუცკი. ხელფასს არ დახამდეთ და ევროპულ საშუალო გუნდებში გადადით. თორემ ის ინგლისელები რომლებიც დაამარცხეთ მანჩესტერში, არსენალში, ლივერპულში ითამაშებენ 3-4 წლის შემდეგ და ჩვენებს მოუწევთ სადმე ურალში სათადარიგო სკამზე ჯდომა
ბათუმი
22 ნოემბერი 2021 14:04
0
აგენტებო (საფეხბურთო და არასაფეხბურთოც ?! ) დაანებეთ თავი ნიჭიერი ბიჭების რუსეთში დაფუჭებას. თქცენ ფულს შოულობთ და მაგათ მომავალს უნგრევთ. რაც არ უნდა "პრედლაჟენიები" ჰქონდეთ, პირველ რიგში რეპუტაციაზე და თავმოყვარეობაზე უნდა იფიქრონ როცა ამ Damn ქვეყანაში წინასწარ განწირულ მოკლევადიან წარმატებაზე (?!) მიდიან...
ID
22 ნოემბერი 2021 14:02
0
ქართველი ბიჭები,თითქმის უფასოდ არ უნდა გაუშვან კლუბებმა,რადგან დაბალ ფასში ნაყიდს,ისე ექცევიან,როგორც დაბალხარისხიან პროდუქტს და ყველა ცდილობს,პირველ რიგში უფრო ძვირად ნაყიდი გამოიყენოს.ბიჭების სურვილია,რაც შეიძლება დაბალ ფასში გაიყიდონ,რათა ვინმემ მათი ყიდვა გადაწყვიტოს,თუმცა ეს მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდისათვის,ხშირად მთელი მომავლის დანგრევის მიზეზი ხდება.მასზე მყიდველი კაპიტალდაბანდებას არ ჩადებს.ძალიან იაფია და იმიტომ.თუ შეძლო და განვითარდა,ხომ კარგი,ძვირად გაყიდიან,თუ არა და ნაპოვნი ნივთივით სადღაც მიაგდებენ.საგრძნობ ფასში ნაყიდს,ასე აგდებულად არ მოექცევიან,მასში ფულს დახარჯავენ და კიდევ უკეთესად გახდას შეეცდებიან.ამიტომ არ უნდა იჩქარონ ჩვენმა ბიჭებმა გაქცევა და კლუბებმა მათი გაყიდვა.ათამაშე,გააძლიერე ფიზიკურად,მენტალურად,ტექნიკურად და როცა შეატყობ,რომ უკვე შეუძლია უფრო მაღალ დონეზე თამაში,გაყიდე,თანაც ღირსეულ ფასად,რომ აგდებულად არავინ შეხედოს.
სოსო
22 ნოემბერი 2021 14:00
0
არც შემთხვევაში არ უნდა წავიდნენ რუსეთში...იმედია თვითონაც ასეთ აზრზე იქნებიან!
ლევანი
22 ნოემბერი 2021 13:46
0
ლილუაშვილს და ჯუღელს ვინმემ რომ დაურეკოს ინგლისიდან, რას უპასუხებს? ალბათ, ეტყვის:"Ало! Мая твая ни панимай!"
ქ. გ.
22 ნოემბერი 2021 12:21
0
როგორ შეიძლება შენი ძვირფასი საგანძური რუსს ანდო?!
ქ. გ.
22 ნოემბერი 2021 12:17
2
დაივიწყეთ ეს ტერმინები „პოსტსაბჭოთა“ და „ყოფილი საბჭოთა“.
ამოიშალეთ ერთხელ და სამუდამოდ.
ამ ბავშვებს კიდევ ნუ დაღუპავთ რუსეთში გაშვებით.
რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მტერია.
22 ნოემბერი 2021 12:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული