ქართველი მსაჯები კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე

AutoSharing Option
25 ნოემბერს უეფა-ს ევროპის კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. ყაზახეთის ქალაქ ალმათში, ადგილობრივი "კაირათი" შვეიცარიულ "ბაზელს" უმასპინძლებს.

უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართული სამსაჯო ბრიგადა უეფას ევროპის კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს მოემსახურება. 21 ოქტომბერს გიორგი ყრუაშვილმა, ლევან ვარამაშვილმა, ზაზა ფიფიამ და დავით ხარიტონაშვილმა, როტერდამში "ფეიენორდისა" და ბერლინის "უნიონის" მატჩი განსაჯეს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუხ რა მიხწევაა , ეგ როგორ უნდა გამოგვპარვოდა ...
დათო
20:52 25-11-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული