anorthosis24: ანანიძე ვერც "დინამოში" "გაცოცხლდა"

AutoSharing Option
anorthosis24 ჯანო ანანიძის თბილისის "დინამოდან" შესაძლო წასვლაზე წერს:

"ანანიძემ ფეხბურთში "გაცოცხლება" ვერც თბილისის "დინამოში" მოახერხა.

ქართველ ნახევარმცველს ტრავმები აწუხებს, რის შედეგადაც თბილისის ისტორიული კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას იღებს, მასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯანო ჩვენი გუნდის სახელით გამოდიოდა."

29 წლის ანანიძემ თბილისის "დინამოში" მხოლოდ 1 შეხვედრის ჩატარება მოახერხა, ფამაგუსტური კლუბის მაისურით კი 6 მატჩი გამართა. ნახევარმცველს მოსკოვის "სპარტაკში" ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა, მის გარდა კი "როსტოვში", "კრილია სოვეტოვსა" და "როტორში" ასპარეზობდა.

ჯანოს საქართველოს ნაკრებში 2011 წლიდან იწვევენ და მის რიგებში
6 გოლისა და 4 შედეგიანი პასის ავტორია.

alt"არათუ საქართველოდან, არამედ მოსკოვში სტადიონიდან გიგულშემატკივროთ..." - ჯანო ანანიძე ყოფილ გუნდს ამხნევებს

altჯანო ანანიძე "დინამოში" ითამაშებს

altჯანო ანანიძე ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნის მოთხოვნას გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყენიას იმედიც ბოლომდე ჰქონდათ და იმედი იმედად დარჩა, ასევე ჭანტურია, ახლა ანანიძე და ჩაკვეტაძე...ნეტარ არს მორწმუნენი.)))
გიო
17:22 02-12-2021
2
ეს იმის ბრალია რომ რუსეთში დიდი ხანი დარჩა... ასე მოუწევს კიდე ბარეორ იმ ტალანტს რომელსაც შეუძლია უკეთეს ჩემპიონატში ითამაშოს და ჯერ კიდევ არ მიდიან რუსეთიდან...
ტორპედოელი
16:51 02-12-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული