anorthosis24: ანანიძე ვერც "დინამოში" "გაცოცხლდა"

AutoSharing Option
anorthosis24 ჯანო ანანიძის თბილისის "დინამოდან" შესაძლო წასვლაზე წერს:

"ანანიძემ ფეხბურთში "გაცოცხლება" ვერც თბილისის "დინამოში" მოახერხა.

ქართველ ნახევარმცველს ტრავმები აწუხებს, რის შედეგადაც თბილისის ისტორიული კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას იღებს, მასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯანო ჩვენი გუნდის სახელით გამოდიოდა."

29 წლის ანანიძემ თბილისის "დინამოში" მხოლოდ 1 შეხვედრის ჩატარება მოახერხა, ფამაგუსტური კლუბის მაისურით კი 6 მატჩი გამართა. ნახევარმცველს მოსკოვის "სპარტაკში" ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა, მის გარდა კი "როსტოვში", "კრილია სოვეტოვსა" და "როტორში" ასპარეზობდა.

ჯანოს საქართველოს ნაკრებში 2011 წლიდან იწვევენ და მის რიგებში
6 გოლისა და 4 შედეგიანი პასის ავტორია.

alt"არათუ საქართველოდან, არამედ მოსკოვში სტადიონიდან გიგულშემატკივროთ..." - ჯანო ანანიძე ყოფილ გუნდს ამხნევებს

altჯანო ანანიძე "დინამოში" ითამაშებს

altჯანო ანანიძე ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნის მოთხოვნას გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 9 /
სანამ ჯანოს დაბრუნების სურვილი და იმედი აქვს,დაბრუნების იმედიც არსებობს.საქართველოსაც ძალიან სჭირდება მისი თავი.იმედი მაქვს, შესძლებს სრულფასოვან დაბრუნებას.
სოსო
13:19 02-12-2021
5
სამი თუ ოთხი წლის წინ დავწერე: ჯანოს მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარათქო. ისე დამცინეს, მლანძღეს, არც მაშინ მიხაროდა რაც დავწერე და არც ახლა მიხარია, უბრალოდ რისი თქმა მინდა: გადაჭარბებულ იმედებს ვამყარებთ, ვაღმერთებთ ხოლმე და ტვირთად აწვებათ მერე, ვერც ისინი აღწევენ წარმატებას ამის გამო და ჩვენც იმედგაცრუებული ვრჩებით, ყველგან ეგრეა, სპორტშიც და პოლიტიკაშიც, თქვე დალოცვილებო - მესიზე იძახით ოქროს ბურთი არ დაუმსახურებია, რა გააკეთაო და იგივე ხალხი ამბობს ტალანტი და ბარსელონაში თამაშის ღირსია გვარებს არ დავასახელებ უბრალოდ იმ ფეხბურთელების, მეც ძაან მიყვარს და დიდ იმედებს ვამყარებთ თითოეულზე დღევანდელ ჩვენს ნაკრებში, მაგრამ აცადეთ, ჯერ აფრენა აცადეთ!
ბასკი
14:33 02-12-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული