კალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა Gazzetta-მ "როსონერის" ყოფილ მცველ კახა კალაძესთან 2022 წელს (იანვარში) ინტერვიუ ჩაწერა.

კახა კალაძე "მილანს" 2001 წელს, შევჩენკოს კვალდაკვალ შეუერთდა. თავდაპირველად ორივემ კიევის "დინამოს" გზა გაიარა. კალაძემ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, კარიერა "ჯენოაში" დაასრულა და შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. "მილანის" ყოფილი მცველი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის მერია, მაგრამ ფეხბურთს თვალს ისევ აქტიურად ადევნებს:

"როდესაც კიევში ჩავედი, ანდრეიმ მაშინვე დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი იყო - დამეხმარა გასახდელში გაშინაურებაში და ამავდროულად, ქალაქი გამაცნო. ჩვენ მსგავსი პერსონაჟები ვართ - შრომასა და თავგანწირვას მიძღვნილი ადამიანები.

ლობანოვსკის მწვრთნელის შესანიშნავი თვისებები ჰქონდა.
ანდრეი კიევში, საკუთარ სახლში,  გაცილებით თავისუფალი იყო, მე კი თავდაპირველად - უფრო თავშეკავებული.

საბედნიეროდ, მან უკვე ცოტა იტალიური იცოდა, ერთმანეთთან კი რუსულად ვსაუბრობდით."

როგორი გარემო იყო გასახდელში?

"ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ვინც "მილანში" თამაშობს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს იმ მაისურის ტარებაში, რომელსაც ყოველთვის პატივი უნდა სცეს.

ჩვენი "მილანი" ერთი დიდი ოჯახი იყო. უკან არავინ იხევდა - მიზანი გამარჯვება და ამისთვის ყველაფრის ბოლომდე გაღება იყო. კომპაქტური გასახდელი გვქონდა -  ფეხბურთელები, მწვრთნელი და მენეჯერები ერთად ვიყავით.

როცა მალდინის, ნესტას, "შევას" გვერდით მჯდომი აღმოჩნდები... კლუბისთვის იმედის გაცრუებაზე ვერ იფიქრებ და უნდა მოუსმინო, ვისგანაც უნდა ისწავლო."

ერთხელ თქვენ რეზო ჭოხონელიძეს დაბადების დღეზე ძალიან ძვირად ღირებული მანქანა აჩუქეთ. როგორ გაგიჩნდათ იდეა?

"მილანში ორი ადამიანი მყავდა, რომლებიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები. რეზო ქალაქში დასახლებაში დამეხმარა და მანამდე შევჩენკოსთანაც იგივე გააკეთა. ჩვენ ძალიან გატაცებული ვიყავით მანქანებით და ეს ამიტომ გადავწყვიტეთ. მეორე ადამიანი, ვისთანაც ღრმად ვარ მიჯაჭვული, ლორენცო ციპრიანია. მილანში ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს."

გაგიკვირდათ, როცა "შევა" "ჩელსიში" წავიდა?

"თავდაპირველად დიახ, მაგრამ ეს იყო არჩევანი, რომელსაც პატივს სცემდნენ".

და გაგიკვირდათ, რომ ანდრეი მწვრთნელი გახდა?

"არა. შევჩენკოს აქვს სწორი მენტალიტეტი, ის მუშაობს დიდი მიზნებისთვის და აღწევს კიდეც, როგორც ეს მის მიერ მოგებული "ოქროს ბურთით" დაამტკიცა. როგორც მისი დიდი მეგობარი, ვფიქრობ, ის სწორ გზას მიჰყვება. ეროვნული ნაკრებიდან დაიწყო და ახლა კლუბში წავიდა."

რა მოგონებები დაგრჩათ მილანიდან?

"მილანი ჩემი მეორე ქალაქია. როცა ჩავდივარ, ყოველთვის თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ოჯახური ატმოსფეროა. იტალია მშვენიერი ქვეყანაა და იტალიელები ფანტასტიკური ხალხია.

"მილანის" გულშემატკივრები, წლების მიუხედავად, არასდროს დაგივიწყებენ. ამიტომ მე ვეუბნები მათ, ვინც დღეს "მილანის" მაისურს ატარებს, რომ უნდა იამაყონ, რადგან ამ მაისურს დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის პატივი უნდა სცენ. თუ დანებდები, "როსონერიში" ვერ ითამაშებ."

ყველაზე ძლიერი ემოცია თქვენს კარიერაში?

"ჩემპიონთა ლიგის პირველი მოგება "იუვესთან" და დერბიში გოლის გატანა მასში გამარჯვებით".

მალდინისთან ერთად დიდი ხანი მოედანზე იყავით: მოგწონთ ის, როგორც მენეჯერი?

"მე მისი პოსტერი ჩემს საძინებელში მქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მის გვერდით აღმოვჩნდი...  სამუშაო, რომელიც მან "მილანში" გააკეთა, როგორც აღმასრულებელმა, შესანიშნავად მეჩვენება: ახალგაზრდები, რომლებიც პიოლისთან ერთად თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. იმედი მაქვს, კვლავ ვიხილავ "მილანს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაღალ დონეზე ითამაშებს. მაგრამ ამას მოთმინება სჭირდება."

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრატომ უწოდა ანჩელოტიმ კალაძეს გენიოსი? პასუხი უცნაურია

მკითხველის კომენტარები / 19 /
შევჩენკო შენი ძმაკაცი იყო? იმიტომ გაიმეტე თანადგომის ორი სიტყვა მისთვის და მისი ქვეყნისათვის? კი, კი, გავიგეთ მხოლოდ იმიტომ ვერ გაიმეტე, რომ ეგ რომ გექნა, რუსეთი ომს დაგვიწყებდა და ომი გინდააააათ?!
კაი ერთი
21 იანვარი 2024 00:46
33
Პოლიტიკას სპორტში რომ ურევ უკვე არასწორი ხარ ძმა. Არ გინდა ნუ ფიქრობ მასე ცოდო იქნები ცხოვრებაში
Გიორგი ბაგათელიᲐ
21 იანვარი 2024 19:11
5
ძალიანაც კარგი, რო პოლიტიკურად არ ჩაერია კახიც და ჩვენი მთავრობაც! სულით და გულით რაც საჭირი იყო დახმარება გავუწიეთ: ჰუმანიტარულად, ლტოლვილების უამრავი ნაკადი შევიფარეთ და რაც შეეძლოთ ყველანაირად დაეხმარნენ, უკრაინელ ბავშვებს სპეციალური უკრაინული სკოლებიც კი გაუხსნეს, რო თავი დაჩაგრულად არ ეგრძნოთ, სამაგიეროდ რა მივიღეთ, უკრაინელი ნაც მთავრობისგან? უმადურობა! შენ კი ვაჟბატონო, მშვიდობას საქართველოში, რო არ აფასებ, წაბრძანდი უკრაინაში, აიღე იარაღი და იომე! "ომი ხომ გინდათ" დორბლიან ნაციკებს? ხოდა მიიღე ომი! ჩვენ კი ვისაც მშვიდობა გვინდა, დაგვანებეთ თავი!
კაი ერთს
21 იანვარი 2024 13:38
3
Ძალიან მაგარი მერი! Მისაბაძი ადამიანი!!!
გიორგი - 11
20 იანვარი 2024 23:20
21
საკუთარ კარში რომ ორ გოლს გაიტან და ფულზე გაყიდი და ეხლა პოლიტიკოსია უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო ესეა ჩვენი საქმე
lasha
20 იანვარი 2024 18:17
50
Lასჰა წარმოიდგინე ეს კომენტარი ანა წითლიძემ, რომ წაიკითხოს ან პაატა მანჯგალაძემ როგორ გაუხარდებათ. კიდე კაი თქვენი ანალიზი შემოგვთავაზე დიდი მადლობა
Pepelu
20 იანვარი 2024 18:41
18
აქ კომენტარებს ვკითხულობ და ვხვდები რომ ვაი დიპლიპიტო ქართველბმა და ურა პატრიოტებმა გააჩინეს ნაციონალიზმი რის ნიადაგზეც წარმოიშვა სეპარატიზმი.....ისეთი დროა ინდოელი და პაკისტანელი გახდა ქართველი და აფხაზმა რა დაგიშავა??
სოფოკლე
20 იანვარი 2024 17:46
19
კაი ფეხბურთელი იყო.შემოაწვა სენტიმენები
За мечту, за Родину
20 იანვარი 2024 17:19
5
"როგორც მისი დიდი მეგობარი, ვფიქრობ," - ვის ატყუებ, ამომრჩეველს? კიევში წაკუზულიც ვერ გამოჩნდები ))
გია_544
20 იანვარი 2024 17:01
37
კალაძემ რატომ უნდა გადაუხადოს სამტრედიას ხელფასები???)))
გიუშა
20 იანვარი 2024 16:48
0
Კალაძე იყო მაგარი ფეხბურთელი,ძალიან ბევრს მიაღწია თავის შრომით და ნიჭით. Რასაც ხელი მოკიდა წარმატებულია ყველაფერში. Კეზერას ტროლებო დამაყარეთ დისლაიქები არ მეშინია!
Გაბო
20 იანვარი 2024 16:26
40
ყველანაირი პოლიტიკური ლოზუნგების გარეშე, კალაძე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, არა მგონია ვინმემ ორი ჩემპიონთა ლიგა ასწიოს არც ახლო მომავალში და არც შორეულში, იმ დროის მილანში კიდე თუ ვერ დაიმსაურებდი ძირითადში ვერ მოხვდებოდი ისეთი კომკურენცია იყო
მამუკა
17 იანვარი 2022 16:31
12
განსაკუთრებული მოკითხვა ვაკელი ავტომფლობელებისგან და "სამტრედიის" ფეხბურთრლებისგან.
სიო
03 დეკემბერი 2021 10:25
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული