საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ სამწუხარო ამბავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშის, დავით ჯინჭარაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დავით ჯინჭარაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს დავით ჯინჭარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს".
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს დავით ჯინჭარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს".
2020-21 წლების სეზონში დავით ჯინჭარაძე ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს და დეკემბრის ამხანაგურ მატჩებში სანაკრებო სიაში იყო.
მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის
ლიგის მე-6 ტურის მატჩები 3 დეკემბერს არ გაიმართება.