ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სლოვანი" კონფერენს ლიგიდან გამოაგდო

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "სლოვანი" გასვლაზე 0:2 დამარცხდა "კოპენჰაგენთან" (რომელსაც პირველობა უკვე განაღდებული ჰქონდა), მესამე პოზიციაზე დარჩა და პლეი-ოფში ვერ გააღწია.

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ და ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმართა რიგებში შეუცვლელად იასპარეზა ჯაბა კანკავამ, გურამ კაშიამ კი მწყობრში ჩადგომა ვერ მოასწრო.

F ჯგუფიდან 1/16-ფინალში "კოპენჰაგენი" და "პაოკი" გავიდნენ, ხოლო "სლოვანი" მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა ევროტურნირებს.

"კოპენჰაგენის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ 18 წლის 6 ფეხბურთელი ათამაშა, კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, ამაყია, უფრო დიდი
ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ, ახლა პატარა საშობაო არდადეგებს მოიწყობენ, ჩემპიონატზე ბრძოლას გააგრძელებენ, მარტში კი კონფერენს ლიგაზე "სლოვანზე" უფრო ძლიერი მეტოქის დამარცხებას შეეცდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული