ბატონი მალხაზი წლების მანძილზე ეროვნული კატეგორიის არბიტრის რანგში წარმოადგენდა ქალაქ ყვარელს და ეროვნულ ლიგაში 128, ხოლო საქართველოს თასზე 42 მატჩი იმსაჯა. ბოლო პერიოდში კი ის მსაჯთა დამკვირვებლად მუშაობდა.
ასევე შეუფასებელია მისი ღვაწლი სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
ბატონი მალხაზის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო ოჯახს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია