ლევანდოვსკის გარეშე და ბევრი ფრანგით - სანიოლისა და კანკავას არჩევანი

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ფიფამ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. ამ პროცესში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანიც მონაწილეობდნენ.

საინტერესოა, რომ გამარჯვებული ლევანდოვსკი კანკავას საუკეთესო სამეულში ვერ მოხვდა. "სლოვანის" ნახევარმცველის ფავორიტი ლიონელ მესი გახდა. პსჟ-ის ფეხბურთელის შემდეგ ჯაბამ "ჩელსის" ფრანგი ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე გაიყვანა, მესამეზე კი - "არისტოკრატების" იტალიელი შუახაზელი ჟორჟინიო.

ვილი სანიოლის რჩეულებში 2 თანამემამულეა - პირველზე "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა, მესამეზე კი - პარიზელი კილიან მბაპე. "ჯვაროსნების" თავკაცმა ლევანდოვსკი მეორე ადგილზე გაიყვანა.

როგორც სანიოლის, ასევე კანკავას
ფავორიტ მწვრთნელად იტალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონი დამრიგებელი რობერტო მანჩინი დასახელდა.

altThe Best 2022 - ლევანდოვსკი კვლავ საუკეთესოდ აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
კანკავას თამაშის როგორი მანერაც აქვს, გემოვნებაც ისეთივე ჰქონია. კაი, მესიზე ნუ ვიკამათებთ, მაგრამ კანტე ან ჟორჟინიო, ლევას რანაირად ჯობს?
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
18 იანვარი 2022 11:23
6
აიი ჟორჟიზე კიდე შეიძლება თქვა მარა კანტე არანაირად არ ჩამოუვარდება ვინმეს უბრალოდ ჩამშლელია და ეგაა მაგის მინუსი
ლშა
18 იანვარი 2022 11:51
0
მესის სულ რაღაც 4-ი ხმა დააკლდა.


1 ლევანდოვსკი 48
2 ლეო მესი 44
7 როლანდო 23
8 მბაპე 16
10 ჰოლანდი 10 "გაპიარებული" მბაპე და ჰოლანდი ბოლო ადგილებზე?!
ქომაგი
18 იანვარი 2022 13:35
2
ღოჩაღ კანკავა! ამის მერე მაგრად დაგაფასებთ.
გია
18 იანვარი 2022 12:32
2
კანკავა ჯიგარია!!!!!!!!!
ავთო
18 იანვარი 2022 13:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული