"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში

AutoSharing Option
ხშირად გვსმენია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების გზა მაღალი დონის საბავშვო აკადემიებსა და ახალი ტიპის საკლუბო მენეჯერებზე გადის. sportall.ge-ს მკითხველებს ამ მიმართულებით ერთ საინტერესო ადამიანს, ანა წერეთელს გავაცნობთ, რომელიც ერთგვარად სტერეოტიპებსაც ანგრევს - ჩვენს ქვეყანაში რომ სპორტული ფუნქციონერი ქალები ნაკლებად არიან. დანარჩენს კი ინტერვიუდან გაიგებთ...

- ქართველ ქალებს სპორტის მენეჯმენტში იშვიათად ვაწყდებით, თქვენ კი უკვე "ინტერის აკადემიის" დირექტორი ხართ. როგორ მიიღეთ ეს გამოწვევა და რამდენად მოგწონთ?
- "ინტერის აკადემიის" საქართველოში გახსნა ჩემი დიდი სურვილი იყო. როგორც ცნობილია, სერია "ა"-ში ის საუკეთესოა. პირადი
კონტაქტებით, მილანში დავუკავშირდი მათ ხელმძღვანელობას და დავითანხმე, საქართველოში, თბილისში - "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ბაზაზე აკადემია გაგვეხსნა. "ინტერის" ლიცენზია გვაქვს საქართველოს მასშტაბით და ვგეგმავთ რეგიონებში გაფართოებას. ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი საქმიანობა, არ ვზოგავ ენერგიას.

- ფეხბურთი თქვენთან დიდი დოზითაა. ქუთაისის "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოში ხართ და "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში" სპორტის მიმართულებით მოღვაწეობთ. რამდენად ახერხებთ ძალების გადანაწილებას და თქვენი ამ საქმიანობებისადმი დამოკიდებულებებზე რომ გვიამბოთ?
- ძალების გადანაწილებას თავისუფლად ვახერხებ. ეს ის სფეროა, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ქუთაისის "ტორპედოს“ ყველა თამაშზე დავდივარ.

დანარჩენ დროს "ინტერის აკადემიის" ფორმირებაში ვატარებ. თებერვლიდან ვიწყებთ 12-დან 15 წლამდე მოზარდების შერჩევას - ვალერიო რინოლი უკვე საქართველოშია, რომელიც თბილისში იცხოვრებს და ჩვენს აკადემიას უხელმძღვანელებს. შევარჩიეთ 12 ქართველი სპეციალისტი, რომლებმაც გაიარეს გადამზადება და იტალიური სისტემით, მათივე მეთვალყურეობის ქვეშ ავარჯიშებენ ქართველ და უცხოელ ბავშვებს.

- ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2007 წელს, ნოდარ ახალკაცი-უმცროსის დროს იყავით. რა მიმართულებით მუშაობდით და იმ პერიოდს როგორ შეაფასებდით?
- პროფესიით იურისტი ვარ, 2006 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და 2007 წელს დავიწყე ფეხბურთის ფედერაციაში, კერძოდ, საკლუბო ლიცენზირების მიმართულებით მუშაობა, სადაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე.

- ქართული კლუბები განსაკუთრებული შედეგებით ვერ გამოირჩევიან, რის გამოც მთელი დარტყმა მფლობელებზე მოდის. ხართ თუ არა მზად, ამ გამოწვევას გაუმკლავდეთ?
- ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, სწორი მენეჯმენტით ყველაფრის დალაგება შესაძლებელია. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს, საკმაოდ კარგი ტრანსფერები განვახორციელეთ და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ბიჭები გულშემატკივრების მოლოდინებს გაამართლებენ. ჩემთვის "ტორპედოს" უფრო ღრმა დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ გუნდი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ ან რომელსაც ვგულშემატკივრობ.

Sportall.Ge

- რამდენად გგონიათ, რომ სტერეოტიპებს ანგრევთ?
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ფეხბურთი შვილების შემდეგ ყველაზე მეტად გიყვართ...
- ჩემი აზრით, ნებისმიერი სფერო შეგიძლია მართო როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა, თუ ის შენია და ფეხბურთი ჩემი სამყაროს დიდი ნაწილია.

- ქართულ ფეხბურთზე თქვენი აზრი საინტერესო იქნება - რესურსებზე, შესაძლებლობებზე. ამბობენ, რომ უკეთესი შედეგების მისაღწევად მხოლოდ ფინანსები გვაკლდება...
- ვფიქრობ, რომ ქართულ ფეხბურთს რაღაც ახალი სჭირდება, განსაკუთრებით, ბავშვთა ფეხბურთიდან არის დასაწყები ცვლილებები. ევროპული აკადემიის იდეა და სურვილიც აქედან წამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარაობიდან იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. მხოლოდ ფინანსები არ არის პრობლემა, უფრო სწორ მართვასა და მენტალიტეტში ვხედავ სირთულეებს.

- როგორც ვიცი, "იუვენტუსის" გულშემატკივარი ხართ. როგორ გაჩნდა "ინტერის აკადემიის" ვარიანტი და უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ თქვენს საქმიანობაზე, შედეგებსა და უახლოეს გეგმებზე...
- დიახ, "იუვეს" გულშემატკივარი ვარ და მეგობრებიც მყავს გუნდში, მაგრამ როგორც გავარკვიე, "ინტერს" აქვს ყველაზე მაღალი დონის აკადემიები მსოფლიოს მასშტაბით, თბილისის არის "ინტერის" მე-20 აკადემია მსოფლიოში. მარტის შუა რიცხვებში ველოდებით ამ კლუბის ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსვლას. იმედი მაქვს, რომ პანდემიის მხრივ უკეთესი სიტუაცია იქნება და ეს ვიზიტი აღარ გადაიდება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელებაში გვერდში გვიდგას და გვგულშემატკივრობს იტალიის საელჩო საქართველოში.

- სად წარმოგიდგენიათ თავი 20 წლის შემდეგ?

- 20 წლის შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, ისევ ასე მეყვარება ფეხბურთი და ალბათ, ისევ ამ სამყაროში ვიქნები.

Sportall.Ge

-
თქვენი მამა, ზურაბ წერეთელი, ცნობილი ფეხბურთელი იყო. "ფახთაქორის" გულშემატკივრების მის მიმართ დამოკიდებულებაც ვიცით. რამდენად დიდია მისი როლი, დღეს რომ ფეხბურთში ხართ?
- 7 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა, მაგრამ კარგად მახსოვს. როდესაც წამოვიზარდე, მომინდა მის კვალს გავყოლოდი. გავხდი იურისტი, როგორც მამა და დავიწყე მის საყვარელ სფეროში მოღვაწეობა. მამა თამაშობდა "დინამო თბილისში", მოსკოვის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოში" და სწორედ აქედან წავიდა თავისი ინიციატივით ტაშკენტში, "ფახთაქორის" დასახმარებლად, რომელიც 1979 წლის 11 აგვისტოს ავიაკატასტროფაში მოყვა და სადაც მისი მეგობრები თამაშობდნენ. 3 წელი იცხოვრა ამ ქალაქში და ეხმარებოდა გუნდის აღდგენაში. თამაშის გარდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასწავლიდა. ყოველგვარ ანაზღაურებაზე უთქვამს უარი, არც ბინაში გადასულა, ცხოვრობდა "კიბრაის“ ბაზაზე, იმ ოთახში, სადაც მისი დაღუპული მეგობარი ცხოვრობდა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, არ ივიწყებენ მის ღვაწლს, უდიდეს პატივს სცემენ უზბეკეთში მამას და არამარტო უზბეკეთში, სადაც წავედი, ყველგან მისი მეგობრები მხვდებიან და განსაკუთრებულად იხსენებენ.

თქვენი შვილების ჰობიზე რას იტყვით და რამდენად წარმოგიდგენიათ, რომელიმე  სპორტში რომ ვიხილოთ?
- სამი გოგონა მყავს.  უფროსი - ელენიკო 19 წლის, პატარები - მარიამი 9 და ანასტასია 7 წლის. ელენე სამხატვრო აკადემიის სტუდენტია, დაზგურ გრაფიკას სწავლობს. პატარები მეოთხე და მეორე კლასში არიან. მარიამს უნდა ტანმოვარჯიშე გამოვიდეს და საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს, ანასტასიას ბალერინობა სურს.

altქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან

მკითხველის კომენტარები / 36 /
კარგია
წარმატებები ქართულ ფეხბურთს
###
24 იანვარი 2022 04:51
1
რა უნდა ამ რუსის ქალს მშობლების მოტყუება,კანონით უნდა ისჯებოდეს რუსების საქართველოში შემოსვლა,განსაკუთრებით მსგავსი მატყუარების…
gixi
21 იანვარი 2022 21:46
38
კარგით ხალხო რაა,არ დაიღალეთ ამ მოჩვენებითი სიახლეებით და იმით რომ ვითომ რაღაც ან ვიღაც გადაგვარჩენს?სხვანაირადაა საქმე საკეტებელი და არა ასე გაიგეთ რაა ვახ ერთი და ორი ადამიანი ვერაფერს იზამს.
ვახ რაა
20 იანვარი 2022 21:55
2
აი კიდევ ერთი თაღლითი რუსი,ღრუსები საქართველოს მტრები არი ან შეიგნეთ ეს
Gurji
20 იანვარი 2022 21:22
22
მეტი ქალი ფეხბურთში! წარმატებები ანას.
baba
19 იანვარი 2022 19:05
6
ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებული ქალი❤️✨
კიდევ ბევრი წარმატება ელოდება წინ დარწმუნებული ვარ❤️
ეკა
19 იანვარი 2022 22:44
6
წარმატებები ანას! რა რუსი, რის რუსი?! რაებს ბოდავთ? კაი კაცის კაი შვილია! სამი შვილის დედა ყოფილა რაც ძალიან გამიხარდა! ბევრი ასეთი ქალი საქართველოში და მე მგონი ძალიან წინ წავალთ! ჯანმრთელობა და წარმატებები!
ქართველი
19 იანვარი 2022 18:16
9
გაიხარეთ
ანა
19 იანვარი 2022 20:31
6
არ ვიცი, კონკრეტულად როგორ უნდა ვუპასუხო და ვიღაც წერს, რუსი არსად დაგეკარგოთო. ხალხო, მართლა როგორ სუნთქავთ საერთოდ ან რას გასწავლიდნენ ამ გიმნაზიაში. ფაქთაქორში ადამიანს მამის საპატივცემულოდ მაისური აჩუქეს, შოთაც იყო მათი მწვრთნელი და ამის გამოა რუსი? თუ ქერად ყოფნა აკრძალულია? კიდე კარგი ასეთები ჩემი ოჯახის წევრები არ ხართ, ფანჯრიდან მოგისროლიდით
მეტეორი მართლა აგვცდა?
19 იანვარი 2022 18:04
5
ფანჯრიდან მოსასროლი რუსოფილები ხართ.
G
19 იანვარი 2022 20:42
32
ეს ის შემთხვევაა ბერძნები რომ ამბობდნენ ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო.
პ.ს. მახსოვს უეფაზე იყო თამაში (სამწუხაროდ გუნდები არ მახსოვს, ალბათ მაშინ მოსკოვის დინამოში იყო და იმიტომაც არ მახსოვს). ნოლით ნოლზე, თამაში მთავრდებოდა, შუა მოედანზე მიიღო ბურთი, ბურთი წაიღო მარა რა წაიღო, ჯერ ცენტრში ტანის მოძრაობით ჩაუტარა, მოწყდა, ყველა დააბნია, მთელ გუნდს გადაურა სისწრაფით, თითქმის შტანგამდე მივიდა და საგოლე პასიც გააძვრინა ბეტონში. მარადონას რომ ქნა ინგლისთან, იქამდე ალბათ 10-წლით ადრე, ოღონდ პირველი ფინტი სხვანაირად გააკეთა. ჯერ თითქოს მოწყდა, მერე 1 წამით გაჩერდა, ისინიც გაჩერდნენ და ამ დროს გავარდა ბურთიანად რაკეტასავით. ღმერთმა აცხონოს.
ჰაჰა
19 იანვარი 2022 15:16
4
ის თამაში იყო ნოემბრის თვეში ფრანგულ ნანატთან, საბედნიეროდ მეც ვესწრებოდი.
მალხაზ ჯობავა
21 იანვარი 2022 11:39
1
ვიღაცა რუსი ქალი.
არსად დაგეკარგოთ..
G
19 იანვარი 2022 18:00
38
ყველა გამოხმაურება
წარმატებები ისეთივე ლამაზად ანას კარიერაში როგორიც თვითონ არის ეშხიანი გოგო.
Merkuzio
19 იანვარი 2022 14:20
5
დიდი მადლობა
ანა
19 იანვარი 2022 17:56
3
ნამდვილად მსიამოვნებს ქალების მეტი მონაწილეობა ფეხბურთში, მით უმეტეს მის მენეჯმენტში. იმიტომ რომ დიდი იმედი მაქვს ისეთ ჭაობსა და კანალიზაციაში რასაც დღეს ქართული ფეხბურთის მენეჯმენტი ჰქვია, ქალები ბევრად იფრთხილებენ და სახელს გაუფრთხილდებიან, ვიდრე საბჭოთა ცეხავიკები და ვეტერანი ფეხბურთელები უფრთხილდებიან
დათო
19 იანვარი 2022 13:34
6

სიახლეები პოპულარული