"ანორთოსისის" ქამბექი! ქეცბაიას გუნდის მიჯრით მე-5 გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, 19 იანვარს, კვიპროსის თასის მეორე წრეში, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" "პაფოსს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა მარიოს ანტონიადისის (42) ავტოგოლის წყალობით მოიგეს.

მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ და მოწინააღმდეგეს სამი გოლიც გაუტანეს. თავი დენის პოპოვიჩმა (51), ჰოვჰანეს ჰამბარძუმიანმა (70) და ლაზაროს კრისტოდოლოპულოსმა (80) გამოიჩინეს.

გიორგი ლორიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამრიგად, "ანორთოსისი" მეორე ეტაპზე გასვლასთან ახლოსაა. განმეორებითი შეხვედრა 3 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სასიხარულო ფაქტია, რომ ქეცბაიას გუნდს უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან კი ნიქოზიელებმა 5-ში
იმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სასიხარულო ფაქტიაო.
სასიხარულოა-ქართველები მოიშორა და გუნდმა მოგებები რო დაიწყო?
სამაგიეროდ ისინია ცუდ დღეში ვისაც შეესაღნენ.
Levani
20 იანვარი 2022 04:39
2
თავისთავად მძლავრი ფაქტია ეს გამარჯვება
ვიქტორია!
20 იანვარი 2022 00:42
3
თემო წარმატებები ჯიმა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 იანვარი 2022 22:00
2
ცინ ცინ ქეცბაააააააააააააააა
aron
19 იანვარი 2022 21:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული