ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

AutoSharing Option
ახალი სეზონის დაწყების წინ ქართული კლუბები მოსამზადებელ შეკრებას გადიან და ამხანაგურ მატჩებს მართავენ. ორი შეხვედრა არასაფეხბურთო ანგარიშით - 11:0 დასრულდა.

ეროვნულ ლიგაში აღზევებულმა "სიონმა" ეროვნული ლიგა 3-ის "არაგვს" 11 უპასუხო გოლი გაუტანა. ბოლნისელებს ცნობილი ქართველი სპეციალისტი გიორგი დარასელია წვრთნის. ისინი იანვარში "დილას", "საბურთალოს" და "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდებიან.

Sportall.Ge

11:0 გაიმარჯვა "საბურთალომ" "შევარდენთან" დაპირისპირებაში. თითო გოლი ახალგაზრდული ნაკრებიდან ცნობილმა ტყუპმა ძმებმა, ოთარ და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს, ისევე, როგორც ლევან ნონიკაშვილმა, გიორგი ლაცაბიძემ და ნოდარ ქავთარაძემ. ჰეთ-თრიკი გიორგი გულიაშვილმა და ბაჩანა ბერუაშვილმა შეასრულეს.

ლევან კორღალიძის გუნდი საკმაოდ გაძლიერდა და მომავალი გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტიც უნდა იყოს.

altგიორგი მიქაძე - "სამგურალზე": საკმაოდ გავძლიერდით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ

altლევან კორღალიძე: გვსურს ევროტურნირებზე კარგად წარმოვაჩინოთ თავი და რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ

altქართული საფეხბურთო სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

alt"ლოკომოტივიდან" კიდევ 3 ლიდერი წავიდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხოო... ერთმანეთს თუ მოუგებთ თორემ, საქართველოს ფარგლებს გარეთ რის მაქნისი ხართ რომელიმე გუნდი?!!!
buba
16:15 21-01-2022
0
ვერ ხვდებით რატომ მთავრდება ესეთი ანგარიშები? და ისევ მომკითხავი არავინ არის.
ცფრ
14:22 21-01-2022
3

სიახლეები პოპულარული