"დინამო" - თურქეთში 26 ფეხბურთელით და დაპირისპირება მოსკოვისა და კიევის "დინამოებთან"

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" ახალი სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში გააგრძელებს. შეკრება ბელეკში ორ ნაწილად - 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე და 5 თებერვლიდან 16 თებერვლამდე ჩატარდება, რა პერიოდშიც დედაქალაქელები 8 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. გუნდი შეკრებაზე 26 ფეხბურთელით გაემგზავრა.

Sportall.Ge

26 იანვარს "დინამო" უკრაინის პრემიერლიგელ "ლვოვს" გაეჯიბრება. 29 იანვარს სპარინგ მეტოქეობას სერბული სუპერლიგის მეხუთეადგილოსანი "კრუშევაცის " ნაპრედაკი გაგვიწევს, ხოლო 1 თებერვალს დინამო ბულგარეთის ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს - რაზგრადის "ლუდოგორეცს" შეხვდება. 2 თებერვალს, შეკრების პირველ ეტაპს ჩვენი გუნდი უკრაინის პერშა ლიგის ლიდერ ხარკოვის "მეტალისტთან" ამხნაგური მატჩით დაასრულებს.

თურქული შეკრების მეორე ნაწილი ასევე ბელეკშია დაგეგმილი. 8 თებერვალს დინამო თბილისი უკრაინის ჩემპიონ "დინამო კიევს" შეხვდება. 10 თებერვალს თბილისელებს მეტოქეობას რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანი "დინამო მოსკოვი" გაუწევს. მომდევნო დღეს ჩვენი გუნდი დანიური სუპერლიგის მეხუთეადგილოსან "რანდერსთან" ითამაშებს, ხოლო შეკრებას კახა ცხადაძის გუნდი 15 თებერვალს, უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის "ფახთაქორთან" მატჩით დაასრულებს.

თურქეთში გასამართი ამხანაგური მატჩების განრიგი:

26.01.2022 | დინამო თბილისი - ლვოვი

29.01.2022 | დინამო თბილისი - ნაპრედაკი

01.02.2022 | დინამო თბილისი - ლუდოგორეცი

02.02.2022 | დინამო თბილისი - მეტალისტი ხარკოვი

08.02.2022 | დინამო თბილისი - დინამო კიევი

10.02.2022 | დინამო თბილისი - დინამო მოსკოვი

11.02.2022 | დინამო თბილისი - რანდერსი

15.02.2022 | დინამო თბილისი - ფახთაქორი

fc dinamo

alt2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს "დინამო" კონტრაქტის გაწყვეტაზე უჩივის


მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან სუსტი შემადგენლობაა.დაცვაში ახალგაზრდები წინ შედარებით ასაკიანები.არადა ზოგადად პირიქითაა ხოლმე ფეხბურთში.რავიცი,რავიცი...
Master
16:58 22-01-2022
2
საუკეთესო გუნდისგან და საუკეთესო მწვრთნელისგან საუკეთესო შედეგებს ველოდებით
შოკირებული გულშემატკივარი
16:49 22-01-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული