ბათუმის "დინამოს" საბრძოლო ფრე "რაკუვთან" - 3:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ლეხის“ 2:1 დამარცხების შემდეგ ბათუმის „დინამო“ თურქული შეკრების მეორე მატჩში „რაკუვს“ დაუზავდა - 3:3.

მე-12 წუთზე „დინამო“ გაფრინდაშვილმა დააწინაურა, შემდეგ პოლონურმა გუნდმა ორი გოლი გაიტანა, 34-ე წუთზე კი ტეიდმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. 56-ე წუთზე „რაკუვმა“ საჯარიმოდან რიკოშეტით გაიტანა და ისევ წინ გავიდა. 82-ე წუთზე გაფრინდაშვილის დარტყმული ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და ანგარიში გათანაბრდა.

დინამო (ბთ) (სასტარტო): კუპატაძე, აზაროვი, მარგველაშვილი, აზაცკი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ტეიდი, გაფრინდაშვილი, დენკოვიჩი, ჯიღაური, ფანცულაია

შეცვლაზე შევიდნენ: ალავიძე, რეხვიაშვილი, რადინი, ფლამარიონი

„რაკუვის“ განაცხადში არ
იყო ვაკო გვილია.

27 იანვარს „დინამო“ მესამე სპარინგს მონტენეგროს „რუდართან“ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ბიჭებს... თითქოს ნამდვილი ევროპული გუნდი ყალიბდება. მოუთმენლად ველი ევროტურნირებს
ლევანი
21:33 23-01-2022
2
Ukvee realuria uefas turnirzee jgufshi. Shegwevaa !!
Shoti
20:06 23-01-2022
2

სიახლეები პოპულარული