სად მიდის შოთა? - როგორი გუნდია "ჰალი"...

AutoSharing Option
რამდენიმე საათში ოფიციალურად უნდა გახდეს ცნობილი, რომ შოთა არველაძე ინგლისური "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი გახდება. ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთ კლუბს უგულშემატკივრებენ, რადგან ჩვენი თანამემამულის წარმატება ყოველთვის სასიამოვნოა...

ადრე და ახლა

"ჰალი" ტრადიციული კლუბია, თუმცა ბოლო პერიოდში კარგი შედეგებით ვერ გამოირჩევა. მათ 2014-15 წლების სეზონში FA თასზე წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ლიგაზე იასპარეზეს, ამჟამად კი ჩემპიონშიპში მე-19 ადგილს იკავებენ - მოწინავე ექვსეულში მყოფ "ჰადერსფილდს" საკმაოდ ბევრი, 15 ქულით ჩამორჩებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ კლუბს 2017 წელს ამჟამად "რუბინის" დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი თავკაცობდა, თუმცა წარმატებით
ვერ დაიკვეხნიდა.

საკადრო რესურსი

არველაძის მომავალ კლუბში ერთი გამოცდილი ნახევარმცველია - 35 წლის ტომ ჰადელსტოუნი, რომელიც "ტოტენჰემიდან" კარგად უნდა გვახსოვდეს. გუნდში ამ ამპლუის საინტერესო ფეხბურთელია - 24 წლის შოტლანდიელი გრეგ დოჩერტი, რომელსაც სამშობლოში შოთას ყოფილ კლუბ "რეინჯერსშიც" უთამაშია.

Sportall.Ge

"ჰალის" ყველაზე ძვირად ღირებული (2.5 მლნ ევრო) მოთამაშე დი'შონ ბერნარდია - 21 წლის ცენტრალურ მცველს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდებში უასპარეზია.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 20 წლის მარცხენა გარემარბი ლევის-პოტერ კენია.

მოსალოდნელი ტრანსფერები

უკვე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალის" მფლობელის პირველი შენაძენი სერბი ალეკსანდრ პესიჩი იქნება - 29 წლის ფორვარდი "კარაგუმრუკში" ვატო არველაძის თანაგუნდელია, 12 გოლითა და 2 შედეგიანი პასით კი სუპერლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს. კიდევ ერთი ტრანსფერი ისევ თურქულ კლუბს უკავშირდება - "ფენერბაჰჩედან" უკრაინულ "ზორიაში" განათხოვრებულ 20 წლის ირანელ ფორვარდ ალაჰიარ საიდმანეშს.

პირველი გამოცდა

"ჰალი" ჩემპიონშიპის 29-ე ტურში "სუონსს" უმასპინძლებს, სადაც შესაძლოა, შოთას დებიუტიც მოესწროს. მომავალი მოწინააღმდეგეს მათზე 3 ქულით მეტი აქვს და მე-17 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 2 შეხვედრაში ჰალელებმა ლიდერები - "ბლექბერნი" (2:0) და "ბორნმუთი" (1:0) დაამარცხეს.

altინგლისური პრესა: უახლოეს საათებში შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად დანიშნავენ

alt"როცა პოლიტიკაში ხარ, ასეც უნდა იყოს" - შოთა არველაძე კალაძესა და კობიაშვილზე საუბრობს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
წაიყვანე რა მასე არ ხდება, მწვრთნელი მაგ საკითხის 5%-სწყვეტს. საქართველო კი არ არის ინგლისია, ინგლისიიიიიიიიიიიიიიიი
zaza
21:28 26-01-2022
0
Დააცადეთ ხალხო ჯერ წავიდეს
ბაბუაწვერა
19:45 26-01-2022
0

სიახლეები პოპულარული