ადრე და ახლა
"ჰალი" ტრადიციული კლუბია, თუმცა ბოლო პერიოდში კარგი შედეგებით ვერ გამოირჩევა. მათ 2014-15 წლების სეზონში FA თასზე წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ლიგაზე იასპარეზეს, ამჟამად კი ჩემპიონშიპში მე-19 ადგილს იკავებენ - მოწინავე ექვსეულში მყოფ "ჰადერსფილდს" საკმაოდ ბევრი, 15 ქულით ჩამორჩებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ კლუბს 2017 წელს ამჟამად "რუბინის" დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი თავკაცობდა, თუმცა წარმატებით
საკადრო რესურსი
არველაძის მომავალ კლუბში ერთი გამოცდილი ნახევარმცველია - 35 წლის ტომ ჰადელსტოუნი, რომელიც "ტოტენჰემიდან" კარგად უნდა გვახსოვდეს. გუნდში ამ ამპლუის საინტერესო ფეხბურთელია - 24 წლის შოტლანდიელი გრეგ დოჩერტი, რომელსაც სამშობლოში შოთას ყოფილ კლუბ "რეინჯერსშიც" უთამაშია."ჰალის" ყველაზე ძვირად ღირებული (2.5 მლნ ევრო) მოთამაშე დი'შონ ბერნარდია - 21 წლის ცენტრალურ მცველს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდებში უასპარეზია.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 20 წლის მარცხენა გარემარბი ლევის-პოტერ კენია.
მოსალოდნელი ტრანსფერები
უკვე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალის" მფლობელის პირველი შენაძენი სერბი ალეკსანდრ პესიჩი იქნება - 29 წლის ფორვარდი "კარაგუმრუკში" ვატო არველაძის თანაგუნდელია, 12 გოლითა და 2 შედეგიანი პასით კი სუპერლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს. კიდევ ერთი ტრანსფერი ისევ თურქულ კლუბს უკავშირდება - "ფენერბაჰჩედან" უკრაინულ "ზორიაში" განათხოვრებულ 20 წლის ირანელ ფორვარდ ალაჰიარ საიდმანეშს.
პირველი გამოცდა
"ჰალი" ჩემპიონშიპის 29-ე ტურში "სუონსს" უმასპინძლებს, სადაც შესაძლოა, შოთას დებიუტიც მოესწროს. მომავალი მოწინააღმდეგეს მათზე 3 ქულით მეტი აქვს და მე-17 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 2 შეხვედრაში ჰალელებმა ლიდერები - "ბლექბერნი" (2:0) და "ბორნმუთი" (1:0) დაამარცხეს.
ინგლისური პრესა: უახლოეს საათებში შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად დანიშნავენ
"როცა პოლიტიკაში ხარ, ასეც უნდა იყოს" - შოთა არველაძე კალაძესა და კობიაშვილზე საუბრობს...
მერე მეორე რა სჭირს ვინმეს წასაყვანი და შესახვეწნი კვარაცხელიას და მერე მესამე, მეორე ლიგის გუნდში რატომ უნდა გადავიდეს, როცა ვერსტჰემისნაირ გუნდში თავისფლად შეუძლია გადასვლა თუ რათქმაუნდა რუბინი გაუშვებს და თუ რუბინი არ გაუშვებს ვერც ჰალშიც გადავა და ვერც ბათუმის დინამოში, ასე რომ ტყუილად ეხვეწებით არველაძეს წაიყვანეთო.
არავის წასაყვანი არაფერი სჭირს!