"როცა პოლიტიკაში ხარ, ასეც უნდა იყოს" - შოთა არველაძე კალაძესა და კობიაშვილზე საუბრობს...

AutoSharing Option
ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "სთორი" შოთა არველაძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა. წამყანმა  ქართული ფეხბურთის ლეგენდას ეროვნულ ნაკრებში არსებულ მდგომარეობაზეც ჰკითხა:

"მე და ლევან კობიაშვილი დიდი ხანი ერთად ვთამაშობდით და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა არასოდეს გვქონია. რაღაც ეტაპზე ჩვენი დამოკიდებულებები განსხვავებული იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მაინდამაინც მე ვიყავი მართალი...

ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბრილიანტი ვერ გაიკაწროს, ყველა სფეროს შეეხო რაღაც ნეგატიური, მაგრამ ფეხბურთი მაინც სხვაზე მეტად წარმატებული სექტორია, აბა რომელს დაასახელებთ უფრო წარმატებულს?!"

ამის შემდეგ, ყოფილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და
თბილისის მერზე, კახი კალაძეზე საუბრობს:

"როცა პოლიტიკაში მიდიხარ, მაღალი მიზნები უნდა დაისახო, გინდა იყო პირველი და ამაში ცუდი არაფერია" - განაცხადა შოთამ.

წყარო: ფორმულა


მკითხველის კომენტარები / 13 /
არველაძე დიპლომატიურად თავშეკავებული იყო. სულაც არ ჩამითვლია რომ ვინმეს შეაქო...
საბა
22:34 16-01-2022
1
ეეეჰ!..
- შეენც, ბრუტუს?!.
ბესო შიოშვილი
21:23 16-01-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული