ევრო 2022 - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე ფუტსალში, D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა 2 გამარჯვება მოიპოვა, მეორე ტურში აზერბაიჯანისა და ესპანეთის მატჩი 2:2 დასრულდა. ჩვენი მეზობლები ფავორიტთან ორჯერ დაწინაურდნენ და მეტოქემ ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, პლეი-ოფის საგზური ვადამდე მოიპოვა და 29 იანვარს, მესამე ტურში, ესპანეთს შეხვდება.

1/4-ფინალში საქართველოს ნაკრები С ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გამარჯვებულს ან მეორე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ ხსენებულ ჯგუფს 6 ქულით რუსეთი ლიდერობს. მეორე ადგილზე ხორვატიის ნაკრებია 3 ქულით, ხოლო პოლონეთსა და სლოვაკეთს
თითო ქულა აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ალესანდროს ჯანმრთელობის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ?
ჭიჭე
16:25 29-01-2022
0
მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და კარგი თამაშისთვის!!!!!!! ბრავო ფეხბურთის ფედერაციას!!! მაგრამ განსაკუთრებული მადლობ ჩვენი ნაკრების მწვრთნელს ავთანდილ ასათიანს!!!!!!!!!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
17:23 27-01-2022
2

სიახლეები პოპულარული