შოთას პირველი სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია - ვინ მიჰყავს არველაძეს "ჰალში" და როდის წარადგენენ მას

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად პარასკევს წარადგენენ.

წარდგენის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის ახალი მფლობელი აჩუნ ილიჯალი, ასევე, გუნდის ვიცე-თავმჯდომარე და დროებითი აღმასრულებელი დირექტორი ტენ კესლერი დაესწრებიან.

მოგეხსენებათ, "ჰალს" სატრანსფერო ბანი ჰქონდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის დროს ინგლისის საფეხბურთო ლიგიდან სესხი აიღო, რომელიც დაფარული არ ჰქონდა და ამიტომ ახალ ფეხბურთელებს ვერ იმატებდა.

აჩუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ ეს დავალიანება გასწორდა და ახლა "ვეფხვებს" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაც შეუძლია.

yorkshirepost.co.uk წერს, რომ კლუბის მთავარი სამიზნე "შეფილდის" 22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი რეგან სლეიტერი
იქნება, რომელიც "ვეფხვების" ღირსებას 2020 წელს იჯარის წესით უკვე იცავდა.

ასევე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალი" "ფენერბაჰჩეს" 18 წლის ირანელი ფორვარდის, ალაჰიარ სეიდის შეძენასა და "გალათასარაის" 35 წლის ნიდერლანდელი ვეტერანის, რაიან ბაბელის დამატებასაც შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 33 /
აზაროვი მგონი კარგი იქნებოდა თან იაფი ღირს
???????????????
27 იანვარი 2022 15:00
2
კვარაცხელია დაიმატე შოთი კვარაცხელიაააა!!!
Laozy2
28 იანვარი 2022 15:36
0
რა ალაჰიარი ბიჯო ხვიჩა წაიყვანეთ
lex
27 იანვარი 2022 14:11
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული