ეროვნული ლიგიდან "როტორში" - ტრანსფერი

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივში" შექმნილი კრიზისის შემდეგ კლუბი თითქმის ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. როგორც რუსული Матч ТВ იუწყება, თბილისელთა ყოფილი ნახევარმცველი, 24 წლის ულად-ომარ იმრანი ვოლგოგრადის "როტორში" სინჯებზე იმყოფებოდა. საბოლოოდ, მან გუნდს თავი მოაწონა და 1,5-წლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა. 

2021 წელს ეროვნულ ლიგაში მაროკოელი ფეხბურთელი გამორჩეული იყო - 7 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. იმრანის კარიერაში ყველაზე ძლიერი კლუბი ნიდერლანდური "დენ ბოშია", სადაც 17 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

რაც შეეხება "როტორს" - გუნდში ბექა ქავთარაძე, ილია ბერიაშვილი, ნიკა ყიფიანი და
გიორგი მახათაძე გამოდიან. რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში ვოლგოგრადელები გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზე იმყოფებიან, უახლოეს შეხვედრას კი 2 მარტს, რუსეთის თასზე, ყაზანის "რუბინთან" გამართავენ.

altთბილისის "ლოკომოტივს" ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის

alt"ლოკომოტივიდან" კიდევ 3 ლიდერი წავიდა

alt"ტორპედო" "ლოკომოტივის" მცველით გაძლიერდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბათუმს უნდა ეყიდა ძაან კარგი ფეხბურთელია ცენტრში გამოადგებოდა
beqa
16:51 27-01-2022
2
ყველაზე სამარცხვინო და თამაშების მაქინატორი გუნდია ლოკომოტივი..ყველაფერს იკადრებენ ამიტომაც მალე იქნებიან კუთვნილ დაბალ ლოგაში
aleks
19:48 27-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული