თბილისის "ლოკომოტივში" შექმნილი კრიზისის შემდეგ კლუბი თითქმის ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. როგორც რუსული Матч ТВ იუწყება, თბილისელთა ყოფილი ნახევარმცველი, 24 წლის ულად-ომარ იმრანი ვოლგოგრადის "როტორში" სინჯებზე იმყოფებოდა. საბოლოოდ, მან გუნდს თავი მოაწონა და 1,5-წლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა.
2021 წელს ეროვნულ ლიგაში მაროკოელი ფეხბურთელი გამორჩეული იყო - 7 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. იმრანის კარიერაში ყველაზე ძლიერი კლუბი ნიდერლანდური "დენ ბოშია", სადაც 17 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
რაც შეეხება "როტორს" - გუნდში ბექა ქავთარაძე, ილია ბერიაშვილი, ნიკა ყიფიანი და
გიორგი მახათაძე გამოდიან. რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში ვოლგოგრადელები გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზე იმყოფებიან, უახლოეს შეხვედრას კი 2 მარტს, რუსეთის თასზე, ყაზანის "რუბინთან" გამართავენ.
თბილისის "ლოკომოტივს" ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის
"ლოკომოტივიდან" კიდევ 3 ლიდერი წავიდა
"ტორპედო" "ლოკომოტივის" მცველით გაძლიერდა