"ძალიან ბედნიერი, მოტივირებული და "დამშეული" ვარ" - არველაძის პირველი კომენტარი "ჰალში" დანიშვნის შემდეგ

AutoSharing Option
"ჰალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ შოთა არველაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საშუალება მომცა, რომ "ჰალის" მწვრთნელი გავმხდარიყავი. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც საფეხბურთო სექტორშია, ინგლისში მუშაობა სურს... ბედნიერი ვარ და ახლა ჩემი ოჯახი ძალიან ამაყობს.

ძალიან მოტივირებული და "დამშეული" ვარ, რათა ამ ბიჭებთან ერთად კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ჩვენი გუნდი ერთგვარი მიქსია, სადაც გამოცდილი, ასევე, კრეატიული და ნიჭიერი ტალანტები თამაშობენ.

მიყვარს მიმზიდველი შემტევი ფეხბურთი... როდესაც გულშემატკივარი მოედანზე მოდის, მას ლამაზი თამაშის ხილვა სურს. მთავარი მიზანი ყოველთვის გამარჯვება
იქნება.

მოუთმენლად ველი მატჩს "სუონსისთან" და ჩვენს ფანებთან შეხვედრას. გულშემატკივრები უნდა მოვიდნენ და უგულშემატკივრონ კლუბს, რომელიც უყვართ და ბიჭებს მხარი დაუჭირონ.

მოდით, ეს გავაკეთოთ და ერთად გავიმარჯვოთ", - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაკვეტაძის და არველაძის ტრანსფერი შედგა! ახლა კვარას ტრანსფერს ველოდებით :))
1
წარმატებები. მომავალში პრემიერლიგის გუნდს გისურვებ!!!
ჯუჯი
00:39 28-01-2022
1

myquiz

სიახლეები პოპულარული