ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.
უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე
ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.
ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.
პ.ს. ზოგიერთებს კი გეტყვით იმის საპასუხოდ რასაც ხშირად ბრაზილიელების ყოლაზე წერთ აქ ჩვენ ნაკრებზე. გავმეოერდები რომ ეს ახალი სპორტია ჩვენთვის და იმათვისაც ვისთვისაც ეს ახალია არ არის აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და სხვა ყველას ყავთ ბრაზილიელები ან სხვები. პერველ ნაკრებებს მოგაგონებთ ახლა თუ მახსოვრობა ცუდი გაქვთ ან ხამათ ხართ ფეხბურთში გაცნობიერებულნი. საფრანგეთის ნაკრების ძიტითადში ხან 2 ფეხბურთელი ხვდება ფრანგი. ინგლისი, გერმანია, იტალია, ბელგია, შვეიცარია, რუსეთი, აზრებაიჯანი, ჰოლანდია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება ვისაც ყავთ მოქალაქეობა მიღებულები. ასე რომ დაცხრით და დაწყნარდით ნუღარ წერთ იდიოტობას. პირიქით პირველ ნაკტებშიც საჭიროა იგივე ფლამარინიოს მივცეთ შანცი და იქნებ სხვაც გამოჩდეს ვინმე, რომ გაგვაძლიეროს.ასე ბრაზილიელებზე შეიძლება მხოლოდ ჩვენი მტრები წერენ, ვისაც უნდათ ჩვენ კომპლექსები გაგვიჩინოს. მათ გასაგონად ვიტყვი რომ მათი ალანია ვერასოდეს ვერ გახდებოდა რუსეთის ჩემპიონი რომ არა ქართველები, რომლებიც ნახევარი გუნდი იყვენენ მაშინ. ამიტომ დააყენეთ ეგ ერთი ადგილი.
რაც წავიკითხე და გავიგე ჩვენი ბიჭების სავარჯიშო პირობებზე, ძაან გულდასაწყვეტია. მართლაც გმირები არიან და ნუ ვლანძღავთ, პატივივი უნდა ვცეთ.
როდემდე უნდა ვიყოთ ასე ღატაკები და მათხოვრები?