ევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.

უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე
ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
გილოცვავთ ბიჭებო. თქვენ ისტორია დაწერეთ. წარმატებებს გისურვებთ. თქვენ კი ვინც იძახით, რომ უშანსოთ წააგენო, აბა ესპანეთთან ნეტა რას ელოდით!? მთავარია ხალხი ბოლომდე იბრძვის. აი ნახავთ რუსეთთან რა შედეგი დადვან ბიჭებმა. კიდევ ერთხელ წარმატებები ავთოს და მის კოლექტივს.
თემური
10:16 30-01-2022
2
რატომ წერს ქართველი იმას,რასაც წერს.ისტორიაში პირველად გავიდა ეს მშრომელი ხალში ფინალურ ეტაპზე.2 მოიგო,1 წააგო.1/4 ფინალში გავიდა.სამივე უნდა წაეგოთ და არაფერს იტყოდნენ მაშინ.ქართველი " ქომაგისთვის " კარგი თუ გინდა,არ უნდა მოიგო და გაახარო.ასეა ეს
არქიფოებს
09:57 30-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული