ევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.

უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე
ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
უმადურობას აქვს ადგილი:( იმის ნაცვლად რომ პირველ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით გამოვედით და ეგრევე მეოთხედფინალში გავედით!!! და იმის ნაცვლად რომ მივულოცოთ, შევაქოთ და მადლობა ვუთხრათ რა კომენტარებს ვაკეთებთ, ვერ ხვდებით რო ბიჭებს შეურაცყობთ?
sormona
22:46 29-01-2022
10
ხომარ უბაგუნებთ ხალხო რეებს ბაზრობთ? თქვენ იცით რამდეინაქვს ფუტზალის მოთამაშეს ხელფასი? მოგებაზე 50 ერიცხებათ და ესაა ხელფასი. ნაკრებში ქართველი ფეხბურთელები რომლებიც საქართველოში თამაშობენ 200-300 ლარიაქვთ ხელფასი. და დამატებითად მუშაობს ყველა სადღაც. და ამ ბიჭებმა ბრაზილიელების დახმარებით შეძლეს და ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში არიან. ეპოპეაო დასრულდაო რო ოწერებით ვაფშე აზრზე ხართ რას და ვის ადარებთ ესპანელებს ათი ათასჯერ დიდი ხელფასი აქვთ ეს იმას ნიშნავს რო ესპანელები დღედაღამე ამ სპორტით არიან ფუტზალერებს ვგულისხმობ. ჩვენი ყველაზე მაგარი ბიჭები კი დაღლილები მოდიან და კიდე ვარჯიშობენ. პროსტა ხუთშაბათს პარასკევს და ორშაბათს ახალ სპორტის სასახლეში ამოდით და დააკვირდით ბიჭებს რა პირობაში თამაშობენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ არცერთი არ ამოხვალთ სამაგიეროდ პომენტარს დაწერთ ისეთს ამ ბიჭებს რომლებიც დალეწილი ფეხებით თამაშობენ მიწასთან გაასწორებთ. ამ ბიჭებმა შეძლეს შეუძლებელი კიარა ზე შეუძლებელი წარმოუდგენელი რამ. რუსეთთან სულ რო 100:0 წავაგოთ ეს ბიჭები არიან ლეგენდები. სანამ რამეს დაწერთ გადახედეთ როგორ უწევთ ბიჭებს ვარჯიში. წელიწადში კარგად წაიკითხეთ წელიწადში 29 კაციან გუნდა 50 ათასით რო დაფინანსდეს ბიჭები დისტრიბუციაში მუშაობის მაგივრად აქ ვარჯიშზე დაიხარჯებოდენ და აი ამ ყველაფრის მერე შეგეძლებათ გააკრიტიკოთ ჩვენი ლეგენდა ბიჭები და მწვრთნელები. ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ მე ხო ვიცი რის ფასათ და რის ხარჯზე ხართ მანდ მადლობა რო ათასჯერ ჩვენზე სრულყოფილი და მდიდარი ორი გუნდი გააკარით პარკეტზე❤️
ქომაგი1
23:58 29-01-2022
2

სიახლეები პოპულარული