ავთანდილ ასათიანი: მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე ასეთ მეტოქესთან მზად არ ვიყავით

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში 0:8 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა.

"ეს შედეგი ჩემთვის მიუღებელია. ვგულისხმობ ანგარიშს, რადგან ცხრილში რომ ჩავიხედოთ, 6 ქულა და ჯგუფში მეორე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის ამ ეტაპისთვის ძალიან მაგარი შედეგია. მიუხედავად დღევანდელი დღისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვამაყობ ჩემი ბიჭებით.

თამაშამდე ვთქვი, რომ ცალი თვალი მეოთხედფინალისკენ უნდა გვქონოდა. დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფ მოთამაშეებს ყვითელი ბარათები რომ მიეღოთ, ძალიან ცუდი იქნებოდა, რადგან მთელი ძალები მეოთხედფინალში უნდა დავხარჯოთ. ეს ისტორიული თამაში იქნება
ჩვენთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ მარცხს მალე დავივიწყებთ.

მოვსინჯეთ თამაშში ელისანდროს ჩართვა, თუმცა ვერ იყო 100 პროცენტით მზად და აღარ გავრისკეთ. მიკრო ტრავმა ჰქონდა კუპატაძეს და შეცვლა თავად მოითხოვა. ამ შემთხვევაშიც ვერ გავრისკავდით.

მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქულა აგვეღო, მაგრამ გამოჩნდა, რომ ასეთი დონის ნაკრებთან არ ვიყავით მზად მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე. უბრალოდ, ძალიან საწყენია და გულზე გვხვდება ყველას ეს ანგარიში და მზად ვარ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო", - ციტირებს ასათიანს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვერ გაავიგე, მზად ბრძანდებით, რომ აწი აიღოთ პასუხისმგებლობა თუ უკვე აიღეთ პასუხისმგებლობას? როდის გადავა მზად ყოფნა შედეგში?
დიდი სპარტაკის აჯანყებას თუ გავიხსენებთ, და შევადარებთ, ამბობენ მაშინ, ძველ რომში, აჯანყების ცახშობის შემდეგ, რომ უნდა დაესაჯათ წინამძღოლი, მონები თავის ავზე იღებდნენ პასუხუსმგებლობას და იძახდნენ არა ჩვენ ვართ სპარტაკი და არა ჩენო, ჩვენ გაგვსვით ძელზეო.
ფლავიუს ფაფიუსი
02:00 30-01-2022
29
0-8 რა მიზეზებს ეძებ ჯიგარო მწვრთნელს თავის მართლების მაგივრად უბრალოდ უნდა ეთქვა რომ ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია და ვერ გაუწიეთ წინააღმდეგობა ან მსგავსი რამ რაც ნორმალურია რუსეთის ნაკრებს ვხვდებით რომელიც ასევე ბევრად უფრო ძლიერია ჩვენზე
Night
10:53 30-01-2022
2

სიახლეები პოპულარული