ჩვენი 3 მოთამაშე მეტოქის გოლს უბრალოდ, უცქერდა - შოთა იმედგაცრუებულია

AutoSharing Option
უეინ რუნის "დერბი ქაუნთისთან" (1:3) მარცხის შემდეგ "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა:

"პირველი გოლის შემდეგ ყველა ბურთი დავკარგეთ. თითოეული დუელი და ორთაბრძოლა "დერბის" ფეხბურთელების გამარჯვებით სრულდებოდა.

როდესაც მეტოქე მეორე გოლს იტანს, ის "ჰალის" მცველებისა და მეკარის თვალწინ ხტება. ჩვენი სამი ფეხბურთელი მას უბრალოდ, უცქერდა...

ადრეც ვთქვი, რომ გუნდურად კარგად ვმუშაობთ, მაგრამ ამ ყველაფერმა იმედგაცრუება გამოიწვია.

ტაქტიკაში ბევრი ცვლილება არ განგვიხორციელებია. დღეს იყო თამაში, სადაც უბრალოდ ორთაბრძოლები დავთმეთ..."

ქართველი სპეციალისტის გუნდი 32 ქულით ჩემპიონშიპში მე-19 ადგილს იკავებს, თებერვალში
კი კიდევ 5 შეხვედრას გამართავს - ლიდერ "ფულემთან", მეთერთმეტეადგილოსან "შეფილდთან", მეოთხეადგილოსან ქპრ-სთან, აუსტსაიდერებთან - "ბარნსლი" და "პიტერბრო".

altშოთას "ჰალ სიტი" ისევ დამარცხდა - ამჯერად რუნის "დერბისთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგია, როდესაც ამბიცია გაქვს, მაგრამ შესაძლებლობები??? ინგლისში შოთას ძალიან გაუჭირდება და ეს ფაქტია! ჰალ სიტის მაღალი კლასის ფეხბურთელებიც არ ჰყავს! ჩემი აზრით, შოთას სამწვრთნელო კარიერისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატი იდეალური იქნებოდა!!!
მიშა
09 თებერვალი 2022 11:18
4
ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა, აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს
irakli
09 თებერვალი 2022 12:39
0
კი ბატონო მე-3 დივიზიონში გაქაჩავდა
123
09 თებერვალი 2022 12:13
2
როგორც კი წააგო დაიწყეს ეგრევე ჩაფლავებაზე ლაპარაკი, პირველი მოგებისთანავე უკვე პრემიერ ლიგაში გადასვლას იძახდნენ.
ხო შეიძლება უბრალოდ ადეკვატური ანალიზი გააკეთოთ და ან გაღმერთება ან ზედ გადავლა არ დაიწყოთ. არადა მარტივია თითქოს:)
Skeleton
09 თებერვალი 2022 18:00
1
ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამის მწვრთნელობის არ მჯერა მე რაღაც, საერთოდ ვერ გავიგე ბოლო 2 თამაში რას თამაშობდა ამის გუნდი, რა უნდოდათ ან რა ტაქტიკით, იმედია ყველაფერი კარგად ექნება კარიერაში, წარმატებებს ვუსურვებ
გოგა
09 თებერვალი 2022 17:06
1
ერთი სეზონის დამთავრებამდე თუ გაძლებს კარგი იქნება გაჭირდება, მაგრამ გაძლოს. ახალი სეზონიდან რა და როგორ იქნება ძალიან მაინტერესებს
!!
09 თებერვალი 2022 12:11
2
წავიდა თავის მართლებები ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებს სანამ შოთა იქნება ჰალში დაიმახსოვრეთ 1 ლი თამაში გაუვარდათ არ იცოდნენ შოთას სვარკის შესახებ ...!!!
როსტო
09 თებერვალი 2022 10:55
42
უნდა შეეცადო და იპოვო გამოსავალი, არ მინდა რო ინგლისიდან წახვიდე. იქნებ კვლავ პრემიერლიგაზეც იფიქრო.
გიორგი
09 თებერვალი 2022 16:07
0
ძამაკაცობის პონტში რო დანიშნეს ეხლა აცადონ ახალწლამდე... თავის გემოვნებით მიაყვანინოს ფეხბურთელები და მერეც თუ ვერ გაამართლა წავიდეს ფახთაქორში ))
რონი
09 თებერვალი 2022 13:49
1
წარმატებები ჯიგარ ქეეეეცცც
aron
09 თებერვალი 2022 12:30
0
გულით მინდა შოთას წარმატება, მაგრამ არსად არაფერი გამოუვიდა გარდა პახტაკორისა, თითქოს რიხით იწყებდა მარა მერე ფლავდებოდა.
რრრ
09 თებერვალი 2022 14:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული