ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ გასვლაზე 1:3 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ „დერბისთან“, რომლის მწვრთნელი უეინ რუნია.
„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 32 ქულით მე-19 ადგილზეა და 12 თებერვალს ლიდერ „ფულჰემს“ უმასპინძლებს.
შოთას ხელმძღვანელობით, „ჰალ სიტიმ“ სამი ჩატარებული მატჩიდან 1 მოიგო, ორი კი წააგო.
დერბი. „პრაიდ პარკი“. 22 595 მაყურებელი
დერბი - ჰალ სიტი 3:1
გოლები: 1:0 ფორსაიტი (19), 2:0 ლოურენსი (38), 3:0 ებოსელე (47), 1:3 ფორსაიტი (65, საკ. კარში)