ჩვენი 3 მოთამაშე მეტოქის გოლს უბრალოდ, უცქერდა - შოთა იმედგაცრუებულია

AutoSharing Option
უეინ რუნის "დერბი ქაუნთისთან" (1:3) მარცხის შემდეგ "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა:

"პირველი გოლის შემდეგ ყველა ბურთი დავკარგეთ. თითოეული დუელი და ორთაბრძოლა "დერბის" ფეხბურთელების გამარჯვებით სრულდებოდა.

როდესაც მეტოქე მეორე გოლს იტანს, ის "ჰალის" მცველებისა და მეკარის თვალწინ ხტება. ჩვენი სამი ფეხბურთელი მას უბრალოდ, უცქერდა...

ადრეც ვთქვი, რომ გუნდურად კარგად ვმუშაობთ, მაგრამ ამ ყველაფერმა იმედგაცრუება გამოიწვია.

ტაქტიკაში ბევრი ცვლილება არ განგვიხორციელებია. დღეს იყო თამაში, სადაც უბრალოდ ორთაბრძოლები დავთმეთ..."

ქართველი სპეციალისტის გუნდი 32 ქულით ჩემპიონშიპში მე-19 ადგილს იკავებს, თებერვალში
კი კიდევ 5 შეხვედრას გამართავს - ლიდერ "ფულემთან", მეთერთმეტეადგილოსან "შეფილდთან", მეოთხეადგილოსან ქპრ-სთან, აუსტსაიდერებთან - "ბარნსლი" და "პიტერბრო".

altშოთას "ჰალ სიტი" ისევ დამარცხდა - ამჯერად რუნის "დერბისთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
როგორც კი წააგო დაიწყეს ეგრევე ჩაფლავებაზე ლაპარაკი, პირველი მოგებისთანავე უკვე პრემიერ ლიგაში გადასვლას იძახდნენ.
ხო შეიძლება უბრალოდ ადეკვატური ანალიზი გააკეთოთ და ან გაღმერთება ან ზედ გადავლა არ დაიწყოთ. არადა მარტივია თითქოს:)
Skeleton
18:00 09-02-2022
1
ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამის მწვრთნელობის არ მჯერა მე რაღაც, საერთოდ ვერ გავიგე ბოლო 2 თამაში რას თამაშობდა ამის გუნდი, რა უნდოდათ ან რა ტაქტიკით, იმედია ყველაფერი კარგად ექნება კარიერაში, წარმატებებს ვუსურვებ
გოგა
17:06 09-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული