ქართულმა კლუბმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა - გიორგი გაბედავამ კარგად მოძებნა დავით კირკიტაძე, რომელმაც გვერდი ცნობილ ურუგვაელ ფეხბურთელს, დიეგო ლაქსალტს აუარა და პასი უსმანე კამარას მისცა, გვინეელმა ახალწვეულმა კი მოსკოველთა კარი აიღო.
რუსულმა კლუბმა გარკვეული ეპიზოდები შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ისინი გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდნენ. შეგახსენებთ, 2 წლის წინ ეს გუნდი თბილისის "ლოკომოტივთან" ერთმატჩიან დუელში დამარცხდა და უეფას თასს გამოემშვიდობა.
კახა ცხადაძის გუნდის მომდევნო მეტოქე დანიური "რანდერსი" იქნება.
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები