თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში მოსკოვის "დინამოს" 1:0 დამარცხების შემდეგ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდთან მოკლე კომენტარი გააკეთა:
"გამარჯვებას ფეხბურთელისთვის დიდი დატვირთვა აქვს, ვინაიდან დიდი სამუშაო რომ გასწია, ეს დაუფასდა. ამიტომ ეს შეხვედრის შემდეგ ემოციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, თორემ ზედმეტად ეიფორიაში გადავარდნა აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის.
მეორე ტაიმში ძალიან მაღალი დაცვა იყო მათი მხრიდან, რადგან ცდილობდნენ ანგარიში გაეთანაბრებინათ. ჩვენ სივრცე გვქონდა დატოვებული ძალიან ბევრი და ეს უნდა გამოგვეყენებინა. მომავალში ამაზე უნდა ვიმუშაოთ".