მატჩის დღე! შოთა ჩემპიონთა ლიგის პარალელურად

AutoSharing Option
ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ "ჰალის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იმედოვნებს, რომ "შეფილდთან" წარმატებას მიაღწევს. თუკი არველაძის გუნდს იორკშირულ დერბიში  გამარჯვება სურს, მაშინ თამაშის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს.

ქართველმა სპეციალისტმა მეტოქეზე განაცხადა: "ვნახე მათი თამაში. ძალიან გამოცდილი და ძლიერი გუნდია, რომელიც ერთი და იგივე ტაქტიკით საკმაოდ დიდი ხანია ასპარეზობს. "შეფილდი", "ფულემის" მსგავსად, უკვე პრემიერლიგის დონისას ჰგავს. ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ."

შოთამ უკანასკნელ შეხედრებში ძირითადი შემადგენლობა 3 და 4 ფეხბურთელით შეცვალა, ახლა კი, შესაძლოა, უფრო მეტ ახალ ფეხბურთელს დაეყრდნოს. 

22 წლის
ნახევარმცველი რეგან სლეიტერი მიზნად ისახავს, ყოფილი გუნდის კარში გაიტანოს. არველაძეს ის მოსწონს - "მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, "ფულემის" წინააღმდეგ მშვენიერი იყო."

მე-19 ადგილზე მყოფი "ჰალი" მეცხრეადგილოსან "შეფილდს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების პარალელურად, 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება.

მომზადებულია yorkshirepost-ის მიხედვით

altგაგიკვირდებათ და, ამის აზრს ვერ ვხედავ... - არველაძე თავისუფალ აგენტებზე


მკითხველის კომენტარები / 11 /
ხანდახან ვფიქრობ,მართლა რამდენი ბოროტი ადამიანი არსებობს,რატომ იბადებიან ასეთები,რატო შურთ სხვების ვერ გავიგე.აი დაუშვათ რაღავ ცუდით,შენ რა მერე,უკეთესად იქნები თუ რა,ნე მართლა თქვენი შურიანი....წარმატებები შოთი!!!
კახა ქ.
15:30 15-02-2022
1
ისე მართლა რამ გაგაბოროტათ ხალხო რა გინდათ,ქართველი მწვრთნელი ინგლისში მუშაობს და ამაზე კარგი ქართული ფეხბურთისთვის რა უნდა იყოს.იმიტომ მიგვდის საქმე საქართველოს მაკას და მაგისნაირები რომ მომრავლდნენ.
აჩის მეგობარი
14:04 15-02-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული