თბილისის "დინამომ" "ფახთაქორი" 3:0 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამომ" ტაშკენტის "ფახთაქორი" 3:0 დაამარცხა.

სადებიუტო გოლები ახალწვეულებმა სტანისლავ ბილენკიმ და ნიკა მალიმ გაიტანეს, ერთი გოლი კი ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): პრიეტო, მაისურაძე, პაპავა, ხვადაგიანი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კამარა, ოსეი, გაბედავა, ბილენკი

​შეცვლაზე შევიდნენ: კერესელიძე, ბენიო, ხარაბაძე, მალი, ლომინაძე, ანტილევსკი, ფაჩულია, ჯანგიძე

"დინამო" თბილისში დაბრუნდება, სეზონისთვის სამზადისს გააგრძელებს და 25 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში, "ტორპედოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცხადაძე მხეეეეცო … ლომფხვოოო … ცხადაძის როგორ არ უნდა გჯეროდეს პროსტა ? სულ მინიმუმ ის მაინც იცი რო შეუტევს მაინც მაგის გაწვრთნილი გუნდი …
bejo
21:22 15-02-2022
1
ხარაბაძე მაგარია,მგონი დროა ნაკრებში დაუძახონ.
Levani
21:05 15-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული