მიუხედავად იმისა, რომ იძულებული იყო, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაცვაში ყოფილიყო, ქართველი სპეციალისტის გუნდს საკუთარი შანსები ჰქონდა. საბოლოოდ, "ჰალმა" წაგებათა სერია შეწყვიტა და გასავარდნ ზონას 13 ქულით აღემატება.
არველაძემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"აბსოლუტურად გახარებული და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვგრძნობ, ქულა რა რთულ მოედანზე მოვიპოვეთ...
მათ ორი თუ სამი საგოლე მომენტი ჰქონდათ, დანარჩენი მხოლოდ კუთხურები და გრძელი პასები იყო, რომლებსაც ალღო საკმაოდ კარგად ავუღეთ. დაცვაში გუნდურად მშვენივრად ვითამაშეთ.
მეტოქე
შოთას გუნდის დატვირთული კალენდარი გრძელდება - თებერვლის ბოლომდე კიდევ 3 შეხვედრაა...